ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ელადა
ჟანრი: საბავშვო
7 ოქტომბერი, 2014


ექიმი ბატი

ვიტ, ვიტი, ვიტი, ვიტი,
ჭუჭულებს ითვლის იხვი,
თურმე ერთი აკლია,
და საძებნელად მიდის.

ვახ, ვახ, ვახ, ვახ, ვახ, ვახ. ვახ,
ჭუკო მითხარ სად ხარ?
გუბეებს წრეებს არტყამს,
მაგრამ ჭუკი არსად ჩანს.

აგერ ცუგას უნახავს,
გაბერილა და მოჰყავს,
ტკივილით იკრუნჩხება,
და საცოდავად მოსთქვამს.

ბატი ექიმს მოვიყვან,
უეჭველად უშველის,
შარშან გადამარჩინა,
მეც მტკიოდა მუცელი.

ჰა, მოფრინდა სასწრაფო,
თეთრო ბატო გვიშველე,
რაღაცა უჭამია,
მგონი ვეღარ ინნელებს,,
კუჭი ამოურეცხა,
დაეჩუტა მუცელი,
მარტო ჭია კი არა,
უჭამია კუნელი.

წამლები დაუნიშნა,
აბები და სავლები.
ბატს საჩუქრად მიართვეს,
ერთი ყუთი საკენკი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები