ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ელადა
ჟანრი: პოეზია
22 ოქტომბერი, 2014


ჩვენი მდინარე

ჩვენი მდინარე
მთიდან ბარში გადმოქუხს.
ეხეთქება ქ არაფებს,
ქვევით მოერეკება
ჭორფლებიან კალმახებს.

სხვაგან ვერსად იპოვი,
ასე სუფთა მდინარეს,
ჭვრილ კენჭებსაც დაითვლი,
სათავიდან ძირამდე.

გზად ხევის წყლებს წამოკრეფს,
შეიმატოს ძალა,
რომ არხებით მორწყოს,
სოფლის ბოლოს ყანა.

მთიდან გამოიყოლებს,
მორაკრაკე რუებს,
მათი ჭორიკნობა,
ჭალებს გააყრუებს.

წისქვილი არ აკმარეს,
უშენებენ ჰესსა,
კაშხლის არტახების,
ეშინია დღესაც.

შიშიც გადაუვლის,
დაიღვრება შუქად,
უკეთ გაანათებს,
სახლებსა და ქუჩას.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები