ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
6 ოქტომბერი, 2014


ჩვენს ლამაზმანებს სულ სხვა ეშხი აქვთ

ლექსი ეძღვნება ორ ლამაზ გოგოს:
ერთს მერი ჰქვია... მეორეს ანა,
მათი თვალები მხიბლავენ როგორც
ტკბილად ნამღერი ''დიდოუ ნანა“.
ჩვენს ლამაზმანებს სულ სხვა ეშხი აქვთ,
ჯეირნის ყელი... ნუკრის თვალები,
მას დროც ვერ წაშლის - რაც თვით გენშია,
ასეთ სიტურფეს მივესალმები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები