ნაწარმოებები


“წერილების კონკურსი“     * * *     დაწვრილებით ურაკპარაკის ფორუმზე კონკურსების თემაში     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1517     * * *    

ავტორი: ლონდონელი მამაძაღლი
ჟანრი: პოეზია
7 ოქტომბერი, 2014


ადამის ლოცვა

ღმერთო, ეკალი შემესო
თითში და ისე მტკივა...
ღმერთო, ეს როგორ შემეძლო...
გამოვუყვანე წირვა
საკუთარ თავს და ნუგეშად
გამოყოლილი აღთქმა,
სიცოცხლის ბოლო წუთებში
შვილებს გავუნდო, არ თქვან-
"დაკარგულს რაღას დავეძებთ,
ჩვენი დედის თუ მამის,
ახლა მიწიერს ვაღმერთებთ,
კმაყოფილნი ვართ ამით".
არ განურისხდე, უფალო,
არ დააყრუო რისხვით...
გთხოვ, ჩემი მოდგმა ოდესმე,
გადააჩვიო სიკვდილს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები