..შენ არასდროს გიოცნებია პარიზში წასვლაზე ეიფელის გამო... გერჩივნა ამ ლამაზი ქალაქის მყუდრო და მივარდნილ კაფეში მჯდარიყავი,სადმე ახლოს ფანჯარასთან,ერთი ფინჯანი ყავით და ნამდვილი,ფრანგული კრუასანით... გარეთ წვიმა წამოსულიყო და შენ ღიმილმორეულს გეყურებინა როგორ გარბიან წვიმაში შეყვარებულები,თავზე ქურთუკმოფარებული და ჩახუტებული..მჯდარიყავი კაფეში,ნელ-ნელა გესვა ცხელი ყავა და გცოდნოდა, რომ სადღაც ახლოს,პატარა,ლამაზი ქუჩის ძველ და მყუდრო სახლში, ცხოვრობს ადამიანი,რომელიც წერს თავის ერთადერთ წიგნს,რომლის მთავარი გმირი ხარ და ამ წიგნს შენი სახელი ერქმევა.... ..მერე ამდგარიყავი,ლამაზი ფრანგული აქცენტით და ღიმილით მადლობა გადაგეხადა მიმტანისთვის ,გასულიყავი ამ თავსხმა წვიმაში და გევლო პარიზის ძველ ქუჩებში,თხელი საზაფხულო ფეხსაცმლით,დაგსველებოდა კაბის ბოლოები...მერე დაგეკეცა ქოლგა,გაგეშალა ხელები და სახე წვიმისთვის მიგეშვირა,გერბინა წყლის გუბეებში ისე,როგორც ბავშვობაში,გერბინა იმ სახლამდე,სადაც ის ერთადერთი ადამიანი გეგულებოდა,რომელიც შენი ოცნების ნაწილი იყო,მთავარი ნაწილი..ასე სველს აგერბინა კიბეები და მის კარებზე გაუბედავად დაგეკაკუნებინა,მერე მისი გაოცებული თვალების დანახვაზე გაგღიმებოდა და ნაბიჯი ვერ გადაგედგა..მას კი ეთქვა:,,ჩემო სულელო გოგო,,...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. რაღაცნაირი საყვარელი ჩანახატია... წყევლის ქალაქიცაა პარიზი? მონ დიო... რაღაცნაირი საყვარელი ჩანახატია... წყევლის ქალაქიცაა პარიზი? მონ დიო...
18. არ უნდა იყოს რა თქმა უნდა.შემოვიხედე კი არა,ახლა ჩემს ფისუნიებს მივხედავ,ამიმხედრნენ,ცოტახანში ყველა ნაწარმოებს იმას ვიზამ : )დავუბრუნდები არ უნდა იყოს რა თქმა უნდა.შემოვიხედე კი არა,ახლა ჩემს ფისუნიებს მივხედავ,ამიმხედრნენ,ცოტახანში ყველა ნაწარმოებს იმას ვიზამ : )დავუბრუნდები
17. ეს მგონი სულ პირველი მცდელობა იყო ჩემი და მასინ ამდენი არ ვიცოდი,მერე გავიგე,რომ სმაილები არ უნდა იყოს ნაწერში..)) მადლობა დათო რომ შემოიხედეთ) ეს მგონი სულ პირველი მცდელობა იყო ჩემი და მასინ ამდენი არ ვიცოდი,მერე გავიგე,რომ სმაილები არ უნდა იყოს ნაწერში..)) მადლობა დათო რომ შემოიხედეთ)
16. იქ,ის სმაილი რისთვისაა საჭირო?და საერთოდაც ნაწარმოებში,ჩანახატერბში სმაილები ზედმეტია.თვალში ცუდად ხვდება მკითხველს. გაუმარჯოს პარიზს! იქ,ის სმაილი რისთვისაა საჭირო?და საერთოდაც ნაწარმოებში,ჩანახატერბში სმაილები ზედმეტია.თვალში ცუდად ხვდება მკითხველს. გაუმარჯოს პარიზს!
15. გცოდნოდა, რომ სადღაც ახლოს,პატარა,ლამაზი ქუჩის ძველ და მყუდრო სახლში, ცხოვრობს ადამიანი,რომელიც წერს თავის ერთადერთ წიგნს,რომლის მთავარი გმირი ხარ და ამ წიგნს შენი სახელი ერქმევა.... ^^
გცოდნოდა, რომ სადღაც ახლოს,პატარა,ლამაზი ქუჩის ძველ და მყუდრო სახლში, ცხოვრობს ადამიანი,რომელიც წერს თავის ერთადერთ წიგნს,რომლის მთავარი გმირი ხარ და ამ წიგნს შენი სახელი ერქმევა.... ^^
14. დიდი მადლობა ყველას თბილი გამოხმაურებისთვის:) *** დიდი მადლობა ყველას თბილი გამოხმაურებისთვის:) ***
13. "მარტოობის ორდენის კავალერი". "მარტოობის ორდენის კავალერი".
12. მე მიყვარს სიყვარილის და წყევლის ქალაქი. მე მიყვარს სიყვარილის და წყევლის ქალაქი.
11. გუშინ მეც წვიმაში დავდიოდი და ერთერთ ფრანგულ კაფეს ფოტო გადავუღე, მოუხდებოდა ამ ჩანახატს. .. ილუსტრაციებში არ ვიცი როგორ დავდო თორემ დაგიდებდი *)) ++ გუშინ მეც წვიმაში დავდიოდი და ერთერთ ფრანგულ კაფეს ფოტო გადავუღე, მოუხდებოდა ამ ჩანახატს. .. ილუსტრაციებში არ ვიცი როგორ დავდო თორემ დაგიდებდი *)) ++
10. :) :) რა კარგი იყო <3 ,,სახე წვიმისთვის მიგეშვირა" :)) მთლად პარიზში ვერა მარამ 2 დღის წინ 2 საათი დავდიოდი ესე წვიმაში :))))) :) :) რა კარგი იყო <3 ,,სახე წვიმისთვის მიგეშვირა" :)) მთლად პარიზში ვერა მარამ 2 დღის წინ 2 საათი დავდიოდი ესე წვიმაში :)))))
9. ლამაზი ჩანაწერია! ლამაზი ჩანაწერია!
7. ამელი გაგრძელდეს რა მართლა, ზღვისპირელო, ნუ გვაწვალებ :) ამელი გაგრძელდეს რა მართლა, ზღვისპირელო, ნუ გვაწვალებ :)
6. ამელიც მალე გამოჩნდება))გმადლობთ სითბოსთვის..** ამელიც მალე გამოჩნდება))გმადლობთ სითბოსთვის..**
5. გუშინ გარედან წაგიკითხე :)ეს მშვენიერი პაწაწუნაა, მაგრამ მაინც, სადაა ამელი? :) გუშინ გარედან წაგიკითხე :)ეს მშვენიერი პაწაწუნაა, მაგრამ მაინც, სადაა ამელი? :)
4. ლამაზი ჩანახატია :) <3 ლამაზი ჩანახატია :) <3
3. გმადლობ :):** გმადლობ :):**
2. .შენ არასოდეს გიოცნებია პარიზში წასვლაზე ეიფელის გამო... გერჩივნა ამ ლამაზი ქალაქის მყუდრო და მივარდნილ კაფეში მჯდარიყავი,სადმე ახლოს ფანჯარასთან,ერთი ფინჯანი ყავით და ნამდვილი,ფრანგული კრუასანით...
ზღვისპირელო :)
როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივი ხარ! .შენ არასოდეს გიოცნებია პარიზში წასვლაზე ეიფელის გამო... გერჩივნა ამ ლამაზი ქალაქის მყუდრო და მივარდნილ კაფეში მჯდარიყავი,სადმე ახლოს ფანჯარასთან,ერთი ფინჯანი ყავით და ნამდვილი,ფრანგული კრუასანით...
ზღვისპირელო :)
როგორც ყოველთვის არაჩვეულებრივი ხარ!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|