ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლონდონელი მამაძაღლი
ჟანრი: პოეზია
10 ოქტომბერი, 2014


***

ჩვენ ყოველთვის შეგვეძლო
ისე გვევლო,
ერთმანეთს არ შევხებოდით,
არაფერი გვეთქვა...
შეგვეძლო ვმსხდარიყავით,
მთელი საღამო,
მწვანედ შეღებილ მერხზე
და ისე გაგვეღიმა ერთმანეთისთვის,
როგორც ახალ გაცნობილებს სჩვევიათ,
ცალყბად, უღიმღამოდ.
ისიც შეგვეძლო გვეფიქრა,რომ სიყვარული
ყველაზე ლოგიკური მოვლენაა მთელ სამყაროში,
რომ ის არასოდეს შორდება რეალობას,
რომ სიყვარულს შეუძლია დაგვაახლოვოს,
შეგვაერთოს ერთმანეთთან,
მაგრამ მას არ შეუძლია გააქროს ტკივილი-
მხოლოდ გადააქციოს ორის ტკივილი ერთად.
ჩვენ შეგვეძლო ზიზღი ამოგვეკითხა თვალებში
და მაინც გვყვარებოდა ერთმანეთი.
მე შემეძლო ვყოფილიყავი საკუთარი თავის
მეორე ნახევარი, შენ-პირველი,
და შენ კი უზომოდ შეყვარებულს
საკუთარ თავზე და ჩემზე,
შეგეძლო გემტკიცებინა,რომ საცალფეხო ბილიკზეც
მოახერხებდი ჩემ გვერდით სიარულს.
ჩვენ ყველაფერი შეგვეძლო ერთმანეთისთვის...
და ახლაც, როცა ერთმანეთის მიტოვებაც შევძელით,
მე არ შემიძლია ვიოცნებო შენზე,
რადგან შეყვარებულები არასოდეს ოცნებობენ.
მე ისევ მიყვარხარ...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები