ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: თარგმანი
9 ოქტომბერი, 2014


მარინა ცვეტაევა ,,შეცდომა

მარინა ცვეტაევა

შეცდომა

- - - - - - -

როდესაც გვინდა,  ფარვანები მობორიალე
ვიხილოთ ნაცვლად ზმანებისა,  მიწიერ ამბად,
სად ქრება მათი სამოსელი, ისევ იალებს?
ცისკრისფერ მტვერს-ღა დაგვიტოვებს თითებზე ალბათ!

დაე, ფრინავდნენ კვლავ ფიფქები და ფარვანები,
და მედუზასაც ნუ დაღუპავ! სილაში - დნება.
არ შეიძლება,  სტაცო ხელი, თავი ანებე!
არ შეიძლება, ხელში გეპყრას  შენი ოცნება!


                                                              (თარგმანი ნინო დარბაისელისა)




Марина Цветаева

Ошибка

- - - -- - -

Когда хотим мы в мотыльках-скитальцах
Видать не грёзу, а земную быль —
Где их наряд? От них на наших пальцах
Одна зарёй раскрашенная пыль!...

Оставь полёт снежинкам с мотыльками
И не губи медузу на песках!
Нельзя мечту свою хватать руками,
Нельзя мечту свою держать в руках!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები