ნაწარმოებები

გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზღვისპირელი
ჟანრი: პროზა
10 ოქტომბერი, 2014

ამელის დღიური

,,წერილი პიტერს,,
ჩემო ძვირფასო პიტერ!(ასე წერდნენ წინათ და ნუ იცინი..))
კარგი ჰო..ჩემო სულელო პიტერ,ძალიან მენატრები,გუშინ საღამოს ჩვენი სახლის სახურავზე ავიპარე,დიდხანს ვიჯექი და ვუყურებდი როგორ ღამდებოდა პარიზში..ძალიან ლამაზია აქაურობა,მარგამ აქ არც კარლსონის სახლი დამინახია და არც ღრუბელებია ისეთი ლამაზი,როგორიც ჩვენთან-მონპელიეში...თანაც ჩვენს პატარა ქალაქში შენ და მამა მყავხართ..ამიტომაც ყველა ქალაქს მირჩევნია...
იცი,გუშინ კაშნე გიყიდე,მწვანე ფერის,ძალიან მოგეწონება,ზუსტად თეთრ თოვლს რომ მოუხდება,ისეთია..მერე რომ გათოვდება,მეც მწვანე ქუდს დავიხურავ,ჯიბეებს პიტნის კანფეტებით გამოვიტენი და მე და შენ თოვლში ვისეირნებთ,გავაკეთებთ თოვლის ბაბუს,რომელსაც ექნება მწვანე კარამელების თვალები..ყველა თოვლის ბაბუს ექნება შავი ნახშირის თვალები,მარტო ჩვენი იქნება მწვანეთვალება....
კიდე იცი,ამ დილით ძალიან წვიმდა,ბებო სახლში არ იყო,ჩავიცვი თხელი, ყვავილებიანი კაბა და გარეთ გავედი,ღმერთო,რა იქნებოდა ბებოს რომ დავენახე,ალბათ გადაირეოდა..გავედი,გუბეებში ვირბინე,ეს ჩემი ბურბუშელა თმები სულ დამისველდა, ისეთი თბილი წვიმა იყო,ისეთი სუნი იდგა წვიმის...მარტო შენ მაკლდი...კარგად გავიწუწე,მაგრამ ბედნიერი ვიყავი,წვიმასთან ვიცეკვე...მაინც რა კარგია ბავშვები რო ვართ,უფროსები ისეთი სერიოზულები არიან..რატომ არ შეუძლიათ ცოტათი მაინც სულელები იყვნენ,ასე ხომ ძალიან მოსაწყენია ცხოვრება..აი,მამაც ისეთი სერიოზული და სევდიანია,ხანდახან როცა ერთად ვართ,მაშინ თუ გამხიარულდება პატარა ბიჭივით ეგაა...მე და შენ არასოდეს დავემსგავსოთ დიდებს...
ძალიან მინდოდა შენთვის ნამდვილი წერილის მოწერა და ეს ნატვრაც ავისრულე...ჩემოჩემოჩემო პიტერ...
სულ მალე ჩამოვალ და ცხვირზე გაკოცებ..
შენი ჩერჩეტი ამელი..

სიცხე მაქვს,ჩემმა წვიმაში წუწაობამ შედეგი გამოიღო..არა,მე კი არ ვდარდობ,ბებო ნერვიულობს და ეგაა..რა იცის იმდილანდელი ჩემი ცელქობა,თორემ ვინ იცის როგორ გაბრაზდებოდა..გუშინ საღამოს სერჟი მოვიდა,ბევრი შოკოლადები და ფერადი ბუშტები მომიტანა,ზოგს რა ეხატა,ზოგს რა..ისეთი ლამაზია ჩემი ოთახი ამდენი ბუშტებიიით..ბებო ნაირ-ნაირ კომპოტებს და ჩაის მიკეთებს,უკვე ერთი ზღვა კომპოტი მაქვს ლამის დალეული,უარესი მეკუთვნის..არა,გგონიათ ჭკუა ვისწავლე და ამის შემდეგ წვიმაში აღარ გავალ?არაფერიც...მთავარია მამამ და ბებომ არ გაიგონ..ღამით მაღალი სიცხე მქონდა,დედა მესიზმრა,მისი სურათიც კი არ მაქვს ნანახი,მაგრამ მამამ მითხრა,შენნაირი მზისფერი თმები აქვსო..ჰოდა ასეთი მესიზმრა...მზისფერი თმებით,კეთილი თვალებით..მეფერებოდა,მიღიმოდა ...სულ მახსოვხარ და შენზე ვფიქრობო..მეკიდე არ მჯერა,როგორ მიმატოვა თუ ვუყვარდი,მამასაც გული ატკინა,მაგრამ მაინც ყველაფერს ვაპატიებდი რომ დაგვიბრუნდებოდეს..მამა?არ ვიცი..ამაზე არასოდეს გვილაპარაკია...მახსოვს პატარა ვიყავი და ღამით ხმამაღალი ლაპარაკი გავიგონე,კიბეებზე გამოვედი,მამა ტელეფონზე ელაპარაკებოდა ვიღაცას,მივხვდი დედა იყო,მაინც როგორ მიატოვე ბავშვიო უყვიროდა,მე რომ არაფრად ჩამაგდე,ეგ არაფერი,შვილი მაინც არ შეგებრალაო?არ ვიცი დედა რას პასუხობდა,მაგრამ მამა მერე დიდხანს იჯდა ქუჩაში,კარის ზღურბლთან და სიგარეტს ეწეოდა...
ძალიან მინდა დედა მოვიდეს,მინდა ვნახო...უბრალოდ ამას ვერ ვამბობ,მამას არ მინდა გული ვატკინო..მინდა ახალ წელს ნაძვის ხეს ერთად ვაწყობდეთ სამივე,მინდა ჩემთან მოსულ მეგობრებს დედაჩემის გაკეთებული ნამცხვრით ვუმასპინძლდებოდე,მინდა საფეთქელზე კოცნით სიცხეს მისინჯავდეს და ცივ საფენებს მადებდეს შუბლზე..
...ბებო შემოვიდა,მამამ დარეკა,ხვალ ჩამოვალო..ისე მენატრება,ჩემი ყველაზე თბილი და მზრუნველი..ვეტყვი ხვალ ჩემს ოთახში დაიძინოს,ჩემთან,როგორც მაშინ,როცა პატარა ვიყავი,როცა მარტოს მეშინოდა და ვიტირებდი,მამა ჩემს გვერდით დაწვებოდა,ხელს მოვკიდებდი ხელზე და ასე მეგონა,ვერანაირი ურჩხული,ვერანაირი მოჩვენება და საშინელება ვერაფერს დამაკლებდა..როცა სიცხე მქონდა,მაშინაც სულ ჩემს გვერდით იწვა,სანამ უკეთ არ გავხდებოდი არ მტოვებდა,მიკითხავდა ზღაპრებს ლამაზ პრინცესებზე და პრინცებზე..მიკითხავდა მანამ,სანამ არ ჩამეძინებოდა და დილით თვალს რომ გავახელდი,ისევ ჩემთან იყო...ალბათ რამდენი ღამე აქვს გათენებული ჩემს გამო...
..დავიძინებ და მალე გათენდება...
..მერე მამა მოვა....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები