ნაწარმოებები



ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
11 ოქტომბერი, 2014


დე, იყოს

„ძვირფასად ვინთები ლექსების ხსენებით“.
ტიციან ტაბიძე

„მოასკდება კარს განთიადი“.
პაოლო იაშვილი

„იყოს ლექსები, სხვა არაფერი“.
გრანელი

ლექსების ხსენებით ძვირფასად ინთებოდა
ტიციან, ლექსებით მეც მეტად ვინთები,
მის გულში პოეზიის გრიგალები ქროდა,
ვეტრფი მეც, ეტრფოდა ვით ბევრი გაგიჟებით.
ელვარე ლოგოსები პოეტებს ლანდად სდევდა,
სამყარო ფაქიზი მათ სულში ჩაისვეს,
ტრფიალში უტკბილესის პაოლოს დაათენდა,
გრანელთან თოვლისფერი ლოცვები გაიჟღერს.
დე, იყოს სიმშვიდის ასეთის დაკარგვა
მარადის, მღელვარება რომ ვერ დაოკდება,
გრძნობათა იწყება როცა ამოქარგვა
ოქროსფრად, ემოცია ჭარბად რომ გადმოსკდება.

                                                                    11.10.2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები