ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლონდონელი მამაძაღლი
ჟანრი: პოეზია
13 ოქტომბერი, 2014


***

ქუჩაში რომ მიდიხარ,
გაჭირვებულს ჩაუვლი გვერდით,
ხელგამოწვდილს,
შეგებრალება,
ხურდას გაუწვდი,
მერე სახლში გამოიქცევი,
ლექსს დაწერ,
ემოციებისგან დაიცლები,
ყველას გააგებინებ,
რომ დღეს შენ ნახე ადამიანი,
რომელიც იმსახურებდა სიბრალულს
და კმაყოფილი გაატარებ დღის დარჩენილ
მონაკვეთს...
იქნებ ასე სჯობს-
ჯერ შეჩერდი,
მოწყალების მთხოვნელს
კარგად ჩააცქერდი თვალებში
და იქამდე უყურე,
ვიდრე მათში შენს
გასაცოდავებულ
თავს არ დაინახავ.
შემდეგ ადექი
და რაც გინდა ქენი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები