ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: სტატისტიკოსი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
14 ოქტომბერი, 2014


სხვა შიმშილი

„მიყვარს ეს თამაში, საერთოდაც რომ არ გადაეხადათ მაინც ვითამაშებდი“ _ ფეხშიშველო ჯო, ფილმიდან ოცნების ველი.

რამდენად ყოფნის ადამიანს ესთეტიური შიმშილისაგან თავის დასაღწევად ის ხელვნება, რომელიც ჩვენს თვალწინ იქმნება, და რამდენად ყოფნის ხელოვანს ესთეტიური შიმშილით შეწუხებული ადამიანი, მის ასავსებად? პასუხი არც ისე რთულია, საკმარისი ხომ არასოდეს არაფერია, მითუმეტეს კი იმ სფეროში, რომელში მოღვაწე ადამიანებიც, თავიდანვე განწირული არიან იმისათვის, რომ სხვა საქმით იშოვნონ სარჩო-საბადებელი.
რა ქმნის ხელოვნებას? ჩემი აზრით არც შუმერული, და მოდი პირდაპირ ვთქვათ წარმართული ღვთაება, და არც ავტორზე გადმოსული ღვთაებრივი ძალა. ხელოვნებას, ისევე როგორც სხვას ყველაფერს, (სპორტი, მათემატიკა, მედიცინა) სწავლა, ვარჯიში და განვითარება ესაჭიროება.
მოდით გამოვიგონოთ  ავტორი და ავიღთ მისგან მარტივი კითხვებით მოცული ინტერვიუ. დავიწყოთ 27 წლის პოეტით, რომელიც მუშაობს პარკეტის ცეხში.

ჟურნალისტი _ კვირაში რამდენ საათს მუშაობთ?
პოეტი _ ეგრე არ მიანგარიშია, თუმცა ყოველდღე, ცხრა საათიდან ექვს საათამდე აქ ვარ.
ჟურნალისტი _ დიდი ხანია რაც წერთ?
პოეტი _ დიდი ხანი ვწერდი, ჩემს ასაკთან შედარებით, და ამავე შედარბით დიდი ხანია, აღარ ვწერ.

ლოგიკურია თუ არა ეს პასუხი? დაღლილი, დასვრილი ადამიანი ბრუნდება შინ. რომლის გონებაც მხოლოდ დაბანისა და დაძინებსკენაა მიმართული. ხელოვნება კი, როგორც ერთი ამერიკელი პოეტი იტყოდა, გამუდმებით ტვინის ჭყლეტასა და მუშაობას მოითხოვს.

თამამად ვიტყვი რომ გასაკვირია, რადგან შიმშილი, რომელზეც ვსაუბრობ, დღევანდელი გადმოსახედიდან ვერასოდეს გახდება ისეთი მოთხოვნადი, როგორიც თუნდაც ჭამა და სექსია. თუმცა თუ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ისევე ესაჭიროებათ ესთეტიური დაპურება, როგორც ფიზიკური, აქვთ თუ არა იმის უფლება რომ მოითხოვონ ხელოვნების იმ ზომამდე მიყვანა, რაც ერთბაშად მისცემს ხელოვანს პურსა და ამბიციას, რომ უკეთესი შექმნას?

ძნელია საზოგადოების იმ დასკვნამდე მიყვანა, რომ ოდესღაც, როცა ჰომეროსი ოდისეას წერდა, არ იცოდა ქმნიდა თუ არა კლასიკას. ეს არ არის მხოლოდ ქართული რეალობა, დასტურად იხილეთ ფილმი „შუაღამე პარიზში.“ დიახ, ასეა, დღეს ოცნებობენ იმ ეპოქაში ცხოვრებას, როცა გალაკტიონ ტაბიძე ლომური წვერით დააბიჯებდა ქალაქებში, ან როცა ილია ჭავჭავაძე ენის, მამულისა და სარწმუნოებისათვის გულაღტყინებული იბრძოდა. მეორე მხივ კი, ძნელად წარმოსაადგენია რა ურთიერთობა შეიძლება ჰქონოდა 17 წლის ტუტუც თინეიჯერს, სუნიან, ნასვამ და ელვა შეხსნილ ქედმაღალ პოეტთან, ან რა სახით გამოვიდოდა ბანკიდან, როცა თავად ილია არ მისცემდა სესხს? ესეც მარტივია, ადამიანები ერთნაირები არიან, არ არსებობს განსხვავება, უბრალოდ ისინო, ვინც თავიანთ სფეროს ირჩევენ და ბოლომდე მიჰყავთ, უფრო დიდები სჩანან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები