ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თანანა
ჟანრი: პოეზია
14 ოქტომბერი, 2014


ჩაძირული დარდის "კაპიტანი"

ეძღვნება ზ.მ-ს

იჯექი ეტლში,
ზღვა კი იყო ავად მყეფარე,
იყავი მეტი,
ვიდრე ვინმე ამას ხედავდა.
გტკიოდა ძვალი,
არ უნდოდა მოხრა ხერხემალს,
არავის ვალი
და თუკი გაქვს,
სხვას არ ეხება...
სახეზე შფოთი
არ ეწერათ ნერვებს, დაგლეჯილს.
ცარიელ ბოთლებს
ზღვა ურტყმდა ნაპირს სახეში...
თევზივით სდუმდა
ცა ქუფრისგან ვერთავნაშველი,
და ზედ შენს შუბლთან
მოეტანა სახე ბავშვივით...
იერით ჰგავდი
ჩაძირული დარდის "კაპიტანს",
დამტვრეულ ანძით
ზღვა შენდობას გთხოვდა ნაპირთან...
იჯექი ეტლში,
სევდის გმირი, ძველი როლიდან,
სულ რაღაც მეტრში
შესახვედრად ზღვა ამოვიდა...
10.10.14


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები