ნაწარმოებები



ავტორი: ჯიჯი
ჟანრი: პოეზია
15 ოქტომბერი, 2014


ქრონმა ვერ სძლია

„თუ გვსურს შევქმნათ ქებისა ღირსი რამ, უნდა მივბაძოთ ძველ ბერძნებს“.
ქრისტიან დამი
XVIII საუკუნის გერმანელი ხელოვნებათმცოდნის
იოჰან იოახიმ ვინკელმანის პედაგოგი.
ვინკელმანი ძველი ბერძნული ხელოვნების შესახებ ქმნიდა ნაშრომებს.

თითქოს დასრულდა მძლავრი ანტიკა
თითქოს დასრულდა მძლავრი ეპოქა,
თითქოს მსოფლიო უკვე დასცილდა
იმ ბრწყინვალებას, მაგრამ ევროპა
გრძნობამ მოიცვა ნოსტალგიურმა
იმ უძველესი დროის ტრფიალი
და ეგეოსურ ელვარე შუქმა
გამოანათა საოცარ ძალით.
შემოქმედებით წვას განიცდიდა
ევროპა, ქრონმა ვერაფრით სძლია,
„კორიოლანოს“-ს შექსპირი ქმნიდა,
„ვენერას შობა“-ს ქმნიდა ტიციან.
დიდ რაფაელის არის შედევრი
„ფილოსოფიის სკოლა ათენის“
და არამარტო, ბევრი და  ბევრი
შეიქმნა კიდევ ანტიურ თემით.
შემოქმედებით წვას განიცდიდა
ევროპა, ქრონმა ვერაფრით სძლია,
„კორიოლანოს“-ს შექსპირი ქმნიდა,
„ვენერას შობა“-ს ქმნიდა ტიციან.

                                          14.10.2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები