ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დავით მოსეშვილი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
16 ოქტომბერი, 2014


ოთხყარო!

მე ვიმოგზაურე დროის მანქანებით
და როცა მაღლა,ძალიან მაღლა
აღმოვჩნდი რაღაც მღვრიე სივრცეში,
მივხვდი რომ იქ განზომილებებმა აზრი დაკარგეს,
იქიდან ყველაფერი სხვაგვარად გამოჩნდა,
ვიდრე ჩვენ გვქონდა წარმოდგენა ამ სამყაროზე..
დავინახე ფრტამოტეხილი თვითმფრინავები
ხელისგულზე რომ ესვენა დედამიწას და ფრთხილად სულს უბერავდა,
იქნება როგორმე ჭრილობა მოშუშებოდათ..
გამოჩნდა ზღვებში ჩაძირული ცები,
დამსხვრეული მწვერვალები და გიზის ამოტრიალებული პირამიდები...
აღმოვაჩინე რომ დრომ აზრი დაკარგა და ირგვლივ მარადიულობა გამეფდა მოძრავი...
და როცა გალაქტიკის ცენტრს მივუახლოვდი,
ნათლად ვიგრძენი ოთხყაროს ბლენდერში ათქვეფილი წყვდიადი,
რომელშიც შაქრის ნატეხებივით იყო მიმოფანტული
ჩასაქრობად განწირული მზეები,
რომელნიც ნელნელა დნებოდნენ,ქრებოდნენ და წყვდიადდებოდნენ,
ისინი ინთქმებოდნენ,როგორც მათი წინამორბედნი შთაინთქნენ.

ღმერთები კი,ეს მარადახალგაზრდა ანცი ბიჭები,
უსხდნენ უკიდეგანო ოთხყაროს სუფრას და
წრუპაწრუპვით შეექცეოდნენ წყვდიადის კოქტეილს,
მასში ჩაშვებული შავი ხვრელებიდან...

                                                          16.10.2014წ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  გიორგი7464, ხურსი ვულოცავთ დაბადების დღეს