| ავტორი: ბერი18 ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა 16 ოქტომბერი, 2014 |
ზღაპარი არს მოგონებული ტყუილი, ამბავად შემჭევრებული და არა ქმნილი მყოფობით.
თუ რამდენადაა მოგონილი და ტყუილი ეს ზღაპარი თქვენვე განსაჯეთ.
იყო, და არა, იყო რა... იყო ერთი სოფელი. და როგორც ყველა სოფელში ცხოვრობდნენ დედაკაცები და მამაკაცები. ორივე მათგანს თანაბრად ქონდათ საქმიანობა განაწილებული. დედაკაცებს საოჯახო საქმე ებარათ და ოჯახურ ცეცხლს, კერას დარაჯობდნენ. ყოველ ცისმარე დღეს მადლობას წირავდნენ უფალს. ჯერ ქვეყანას ავედრებდნენ ღმერთს,შემდეგ ქმარს და შვილს. მცირე წლოვანთ იავნანას უმღეროდნენ, კარ მიდამოს ალამაზებდნენ. ბაღ-ბოსტანს ედემად აქცევდნენ, ხოლო ცალი თვალი გამუდმებით გზისკენ ეჭირათ დილა ადრიადან სამუშაოდ გასული მეუღლეების მოლოდინში. ყოველ საღამოს სავსე მონატრებით, გულის ფრიალით ელოდნენ მათ.
მამაკაცები, ადრიანად ყანას მიდიოდნენ. თაკარა მზეში ოფლით რწყავდნენ გამომშრალ მიწას. არც მტრის უეცარი გამოჩენა იყო მათვის სიახლე, ერთი მამაკაცი შვიდ მომხდურს ჯაბნიდა., და არა იმიტომ რომ უკეთესი იარაღი ქონდა ან უფრო ძლიერი იყვნენ , ან მტერზე მოხერხებულნი,.. ან მარჯვე... არა მათ უკან სიწმიდე იდგა, სიწმიდე რასაც ოჯახი ერქვა. ოჯახში მყოფი დედაკაცი ათმაგად აძლიერებდა მას, ამიტომაც ყოველთვის გამარჯვებულები ბრუნდებოდნენ შინ როგორც ჰერაკლე გიგანტებთან ბრძოლაში. ბრუნდებოდნენ თავიანთ რჩეულთან და არც თვალი გაურბოდათ სხვისკენ და არც გული. რადგანაც მისი მეუღლე ყველა სიკეთით შემკული იყო და არაფრით ჩამოუვარდებოდა სხვას.
ოჯახში სიამტკბილობა იყო, დედაკაციც ბედნიერი იყო და მამაკაციც. დედაკაცი მამაკაცს ოჯახის თავად თვლიდა, ხოლო მამაკაცი დედაკაცს პატივით ეპყრობოდა, რადგანაც იგი არამარტო მეუღლე იყო არამედ დედაც იყო შვილების. ცხოვრების უღელში შებმული მამაკაცი თუ ფიზიკური სიძლიერით წევდა ჭაპანს, დედაკაცი იგივე ჭაპანს სულიერი სიძლიერით სწევდა და ურემიც სწორად მიემართებოდა. (უფლისაკენ) იდეალურად თანასწორი იყო მამაკაცის და დედაკაცის ურთიერთობა. თუმცა დედაკაცი ერთი განსხვავებული შესაძლებლობის გამო (რასაც შობა ქვია) გაცილებით მაღალ საფეხურზე აყენებდა მას, რადგანაც მხოლოდ ის შობდა როგორც ასულს (მომავალ დედაკაცს) ისევე ძეს( მომავალ მამაკაცს). და ქონდა პასუხისმგებლობა მათ მამა- კაცად და დედა- კაცად ჩამოყალიბებაში. სიტყვაშიც კი იდო თანასწორობა დედა(კაცი), მამა(კაცი) ორივეს ბოლოსართი კაცი-ა, ანუ ორივე კაცის რანგში იყვნენ აყვანილნი, ხოლო წინ დედობა და მამობით განირჩეოდნენ(და არა განსხვავდებოდნენ)
დედაკაცი იყო ყველა სიკეთის თუ სიავის მომტანი. გოლიათ, მამაც მამაკაცს თუ სუსტი ნების დიაცი ყავდა ყველას თვალში დასაცინი და სუსტი იყო. სუსტი აღნაგობის მამაკაცს, თუნდაც ლაჩარს, მშიშარას თუ ღირსეული დედაკაცი ყავდა, მას პატივით ეპყრობოდნენ.
დედაკაცი ყოველთვის იყო მამაკაცის სტატუსის განმსაზღვრელი.
ასე იყო მანამ, სანამ სოფელში ერთი უცხოელი არ გამოჩენილა. სოფლის განაპირას მცხოვრებ ევასთან მისულა და უთქვამს: - რას დამჯდარხარ ამ ქოხში და დარაჯობ ცეცხლს? ვერ ხედავ შენი ქმარი ყოველდღე გასულია ქვეყანას ათვალიერებს, სუფთა ჰაერით სუნთქავს, ფიზიკური მუშაობით ერთობა, შენ რით ხარ ნაკლები? ჯანი გაკლია თუ აზრი, ფეხი არა გაქვს თუ ხელი? სადამდე უნდა იყო ასე დაჩაგრული და დაჩაჩანაკებული. თანასწორობა მოითხოვე, თანასწორობაო...
მოეწონა ევას უცხოტომელის აზრი. ეს როგორ გვჩაგრავდნენ კაცები ქალებო თურმე. "განა ჩვენ ნაკლებად ვნახავთ ქვეყანას? აგურსაც ავწევთ, ბლოკსაც და თოხსაც კარგად ვიხმართ. ეხლა თქვენ სახლში დაჯექით და ჩვენ მიგვიშვით ღუმელთანო." აბა სულელი ქალი რისი ქალია თავისი არ გაეტანა. ხომ გაგიგიათ ქალმა თუ მოინდომა, ცხრა უღელი ხარ-კამეჩი ვერ შეაჩერებსო.
გენდერული თანასწორობა გვინდა ჩვენაო. ასე დაგვიბარა იმ "კეთილ მყოფელმაო"
ხოდა არიან ქალები ეხლა შარა გზას გამოკიდებულები. ზოგი მოხუცს უვლის უცხო მხარეში, ზოგი აგურს ეზიდება, ზოგსაც სავაჭრო გუდა აქვს მოკიდებული. კაცები კი ზიან და სიგარეტის ფულს ელიან, როდის გამოუგზავნიან ქალები ფიზიკური შრომით " სხეულით" ნაშოვნ ფულს.
იმ დღის მერე ახალგაზრდა შეყვარებული წყვილი კაფეში თავ თავის წილს თვითონ იხდის. და გოგო "ბედნიერია" მოჩვენებითი თანასწორობით. თუ ქალს ოჯახში სურსათის შემოაქვს, ქმარი კომუნალურ გადასახადებს იხდის. და ესენიც ბედნიერები არიან. ხანდახან წაიკინკლავებენ " შენ რამდენს ჭამ კაცო" " შენ რამდენს წვავ ქალო" ვაი იმ ოჯახს სადაც ქალს შემოაქვს და კაცი დეკორაციად ქცეულა. ასეთი ოჯახების ბედი ყოველთვის ბეწვზე კიდია და განწირულია დანგრევისთვის, მხოლოდ დროის და მოთმინების ამბავია.
ჯერ ვერ ხვდებიან უცხო მოყმისგან ნასწავლი ევასტები, ოჯახი თავზე ენგრევათ, უღელი წრეზე ტრიალებს და ორმოს ითხრის. კი არ აუმაღლდათ სტატუსი ქალებს არამედ დაიმდაბლეს ნებით, რადგანაც უმჯობესნი იყვნენ სულით და დავიდნენ სულიერად ფიზიკური კაცის დონეზე. სადაც უფალი და წესი არ არის, იქ არც განათლებაა, მხოლოდ ცოდნა შეიძლება იყოს მრავალი თუმცა ფუჭი და ყოვლად გამოუსადეგარი.
პრინცს რომ ეძებთ ყოველი ქალი და გსურთ პრიცესად გაგრძნობინოთ თავი, იმ პრინცს დედოფალი შობს და არა ევა.
დღეს თქვენც ხშირად გექნებათ გაგონილი ქალების გულის ტკივილი: "მამაკაცები აღარ არიანო"
მე გეკითხებით: განა თქვენვე ქალებმა არ დაამდაბლეთ, დაამცირეთ, გაანადგურეთ მამაკაცი?
მამაკაცს მხოლოდ დედაკაცი შობს და ამიტომ რადგანაც მცირეა ქვეყნად დედაკაცი? ასევე ძნელი საპოვნია მამაკაცი.
დედაკაცმა შვა: ილია, ვაჟა აკაკი, ყოველი წმიდანი, გმირი და ვაჟკაცი.
ევას ნაშობი ირგვლივ მრავლადაა კაცის მკვლელები, ქურდები, ყაჩაღები, თაღლითები, ფარისევლები, ფულზე გაყიდული ჩინოვნიკები და ყოველი ბეცად მოაზრივნე ადამიანები. კონკრეტული სახელების ჩამოთვლა თქვენთვის მომინდია.
ბოლო სიტყვა: რა თქმა უნდა გონებრივად ევროინტეგრირებული და უნარჩვევიანი მკითხველი ყოველივეს პირდაპირი მნიშვნელობით გაიგებს და მკითხავს ქალი სახლში უნდა იყოს გამოკეტილიო? არა რათქმა უნდა, ეხლა სხვა დროა, მაგრამ თუ ყოველ თამაშს აქვს წესები და ყოველ გუნდს ყავს წამყვანი ანუ კაპიტანი( უფროსი), განა ოჯახს არ საჭიროებს წესს ან უფროსს? "რთული" ქართული სიტყვის გენიალობა სწორედ იმაშია, რომ სადაც წესი არ არის ის უ-წესობად გამოითქმის, ხოლო უწესობა რისი სინონიმიცაა ყველამ იცით. ჯერ ახალი წესი უნდა შეგექმნათ და მერე დაგენგრიათ ძველი. ყველაზე ამბიციურები ვერც ახალს ქმნიან და არც ძველს ემორჩილებიან. დრო გამოაჩენს უწესობა რამდენად მდგრადია ოჯახებისთვის.
/კახაბერ ჭიჭინაძე/
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
6. ნეფერტარს მოკითხვა
არც მავრები არიან და არც მეკობრეები :)
მაგრამ ეგეთ მამრებად ვინ გაზარდა? მე? თუ ეგრევე დიდები იქცნენ ეგეთები.
რასაც კოკაში ჩაასხამ ის გადმოდის და როგორც აღზრდით შვილს ისევე გამოგადგებათ.
ნეფერტარს მოკითხვა
არც მავრები არიან და არც მეკობრეები :)
მაგრამ ეგეთ მამრებად ვინ გაზარდა? მე? თუ ეგრევე დიდები იქცნენ ეგეთები.
რასაც კოკაში ჩაასხამ ის გადმოდის და როგორც აღზრდით შვილს ისევე გამოგადგებათ.
5. ილია ჭავჭავაძე თავისი ეპოქის ქალებზე წერდა. ახლა ქალები ინახავენ ქმრებს, შვილებს, ოჯახებს იმ საზღვარგარეთიდან საკუთარ კერას მოწყვეტილები, "ხელში ფარხმალი უჭირავთ" ოღონდ ქმრების მიერ მიჩეჩებული, თვითონ კი საყურეები გაირჭეს ყურებში, თანაც მავრებიც ვერ არიან... ახლა რომ წამოახედა ჭავჭავაძე, - საზღვარგარეთ ცოლგაშვებულ კაცებზე რას დაწერდა თავად მოგეხსენებათ.
ილია ჭავჭავაძე თავისი ეპოქის ქალებზე წერდა. ახლა ქალები ინახავენ ქმრებს, შვილებს, ოჯახებს იმ საზღვარგარეთიდან საკუთარ კერას მოწყვეტილები, "ხელში ფარხმალი უჭირავთ" ოღონდ ქმრების მიერ მიჩეჩებული, თვითონ კი საყურეები გაირჭეს ყურებში, თანაც მავრებიც ვერ არიან... ახლა რომ წამოახედა ჭავჭავაძე, - საზღვარგარეთ ცოლგაშვებულ კაცებზე რას დაწერდა თავად მოგეხსენებათ.
4. ქალი უფარხმალო დედაკაცია, დედაკაცი ფარხმლიანი ქალია და სად მოვლენ ერთმანეთთან! ვაი რომ "დედაკაცნი" წავიდნენ, აღარ გვყვანან და "ქალებიღა" დაგვრჩნენ და ჩვენის ფიქრით, ესაა სხვათა შორის სათვე ჩვენის უბედურებისა.
ილია ჭავჭავაძე
ქალი უფარხმალო დედაკაცია, დედაკაცი ფარხმლიანი ქალია და სად მოვლენ ერთმანეთთან! ვაი რომ "დედაკაცნი" წავიდნენ, აღარ გვყვანან და "ქალებიღა" დაგვრჩნენ და ჩვენის ფიქრით, ესაა სხვათა შორის სათვე ჩვენის უბედურებისა.
ილია ჭავჭავაძე
3. ბლაგვი
"ის მახინჯი იდეა რომ კაცი აღემატება ქალს სულიერად და ამიტომ ოჯახში კაცი უნდა იყოს უფროსი და ქალი მას მორჩილებდეს."
ეს სად ამოიკითხეთ? ალბათ აქ:
"მამაკაცი თუ ფიზიკური სიძლიერით წევდა ჭაპანს, დედაკაცი იგივე ჭაპანს სულიერი სიძლიერით სწევდა "
მომიტევეთ, ალბათ თქვენ მწერალი ბრძანდებით და არა მკითხველი ამიტომაც კითხვა არ იცით და არც გაგება შეგიძლიათ წაკითხულის.
ნ-ი-კ-ი მ სულ დაგლიჯა წაკითხული არ მაქვს თუმცა კრიტიკას ვეთანხმებიო. უნებურად ფილმი "ცისფერი მთები " გამახსენდა.
ბლაგვი

2. არ წამიკითხავს ტექსტი, მაგრამ ბლაგვის კომენტარი წავიკითხევ და ვეთანხმები ძირითადად :) ხვალ ალბათ ტექსტაც წავიკითხავ, თუმცა ეჭვი მაქვს რომ კარგს ვერაფერს აღმოვაჩენ იქ :)
არ წამიკითხავს ტექსტი, მაგრამ ბლაგვის კომენტარი წავიკითხევ და ვეთანხმები ძირითადად :) ხვალ ალბათ ტექსტაც წავიკითხავ, თუმცა ეჭვი მაქვს რომ კარგს ვერაფერს აღმოვაჩენ იქ :)
1. რა არის ეხლა ეს.. ? საკითხისადმი არაპროფესიონალურად მიდგომა ქვია ამას მსუბუქად.. :)
ქალები რომ საზღვარგარეთ გარბიან სამუშაოდ და ამას ქალებს აბრალებთ. უბრალოდ თავხედობის ნიშანია.. :))
საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ ქალები რომ არა.. (აი ის დედები რომლებიც შვილების გადასარჩენად საზღვარგარეთ გაიქცნენ "სამუშაოდ" და არა ქვეყნიერების სანახავად) ღმერთმა იცის რა მოხდებოდა..
სხვათაშორის მაგ გაქცევასაც ნუ დააბრალებთ უცხო ტომელებს.. საკუთარი (ჩვენი უფროსი თაობის) მამების გუნათლებლობას და უინტელექტობას უნდა დააბრალოთ. რათქმაუნდა მაგასაც თავის მიზეზები აქვს,, და ასე ხელაღებით ქალებზე რამის დაბრალება უბრალოდ არ შეიძლება.. (მსუბუქად რომ ვთქვათ)
რაც შეეხება თანასწორობას.. ის მახინჯი იდეა რომ კაცი აღემატება ქალს სულიერად და ამიტომ ოჯახში კაცი უნდა იყოს უფროსი და ქალი მას მორჩილებდეს... და ზოგადად ქალი კაცს უნდა მორჩილებდეს.. ჯერ კიდევ ორიათასთოთხმეტი წლის წინ დაანგრია თავად ქრისტემ. და თუ თქვენ ვთვლით რომ ქრისტეს იდეის გამზიარებელი ხართ, მაშინ მსგავსი ტიპის აზრები უბრალოდ მოიშორეთ. და ნუ გახდებით იმ იდეოლოგიის მიმდევარი რომელთა დამფუძნებლებსაც აწყობდათ ქალის მორჩილება კაცისადმი.
ჯერ ისაუბრეთ საქართველოში არსებული კაცების როგორც ასეთების.. როგორც მეოჯახეების რაობაზე, არსზე, თვისებებზე, მოვალეობებზე, სულიერ მოვალეობებზე, ახლო ისტორიული ანალიზი გააკეთეთ, განიხილეთ გეოპოლიტიკური მდგომარეობა, შიდა სოციალური მდგომარეობა, რა ხდებოდა მაშინ როცა ეს პროცესი დაიწყო და მერე გაასწორეთ ქალები მიწასთან.. მერე ესროლეთ თქვენი ბინძური ქვა ....
რა არის ეხლა ეს.. ? საკითხისადმი არაპროფესიონალურად მიდგომა ქვია ამას მსუბუქად.. :)

მონაცემები არ არის |
|
|