ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ცამეტი 13
ჟანრი: პოეზია
16 ოქტომბერი, 2014


  ჩამოტვირთვა

მთელი სიყვარული

მინდა ამინდების სულში შემოპარვა
ფიქრით მახელებდეს სადღაც გულის გავლით,
ბებერ ჭადრებს მინდა ქვევით ვესეირნო,
წვიმა არ გამოვა, რადგან ღრუბელს ვებრძვი
კვამლით მენთოლიან სიგარეტის
ფილტვებს ვიყუჩებ და მენანება,
ყველა ამოსუნთვა სიკვდილს ებრძვის
იყოს, მაინც რაღაც ხომ გამოვა.
მანძილდკარგული ნაბიჯების
სადღაც სიშორეში გაცილებას
ვაწყობ ცივ ზამთარში უმეგობროდ
და თან ბევრი რაღაც მავიწყდება,
რომ მე პერიოდებს ვეურჩები,
არც კი მახალისებს ფოთოლცვენა,
უწინ ყველაფერი მთვრალი იყო
მთვრალი სითბოთი და მეტისმეტად
ხელი ჩავიქნიე ყველაფერზე,
მხოლოდ მოგონებებს ვემართლები,
დილა გათენებას ვერ მახსენებს
ღამეც ისე მოდის ვერც კი ვხვდები,
რომ ეს მონატრება სხვა ფერია
მშვიდი და თან მეტად დარდიანი,
გუშინ მოლოდინით ვიცხოვრე და
დღეს კი მოლოდინიც აღარ არის .
თვალი ამეხილა თითქოს დავიბადე,
დღეს მე თავიდან და თითქოს ივნისია,
გრძნობამოზღვავებულ ემოციებს
გულში ვინ დაიტევს მიფიქრია,
თუ ეს სიყვარული ასეთია
წავა გადაივლის ათას მხარეს,
მერე მოგონებით დაბრუნდება
და ისე უსაშველოდ გაგიახლებს
ფიქრებს წამებზე, რაც ჩავლილია,
თვალებს აგინთებს და დაგიმონებს,
წყურვილს ვერ მოიკლავ მონდმოებით
მისი ღიმილი თუ არ იხილე.
მინდა ამინდების სულში შემოპარვა
ფიქრით მახელებდეს სადღაც გულის გავლით,
გზებზე უიმედო მაინც იმედებით
ვფიქრობ წინ წავიდე?!  როცა უკან არის ...
მთელი სიყვარული <3

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები