ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ჭა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
16 ოქტომბერი, 2014


როცა გენდობიან



არც ხმა გამიგია, არც ფაჩუნი, არც დაუკაკუნებია. ფეხაკრეფით ამოიარა
აივნის კიბეები და ჩუმად გაჩერდა  კართან, გაირინდა.
არა, ხომ გითხარით, არც უფიქრია დაკაკუნება,
უბრალოდ გულმა მიგრძნო და გავაღე...
იდგა ასე ყვითელი, თავდახრილი, ფოთლებჩამოყრილი, სატირლადგამზადებული,  ჩემი ხის "შემოდგომა". ჩემთან მოსული, ჩემთვის მოსული...
მთელი ზაფხული ხომ  ( მე აივნიდან, ის ციდან ) ვილაპარაკეთ,
კარგად ვიცნობთ ერთმანეთს, ყველა მისი ჩიტი ვიცი...-აქ ფუთი მარილის ჭამა არ არის საჭირო. მიამიტი, მაღალი, მხრებში გაშლილი, დაკორძილი,  მოშრიალე, უამრავი ჩიტის თავშესაფარი...-აი მისი პორტრეტი. დამეთანხმებით, ძნელად იპოვნით ასეთ სანდო ვინმეს, ჰოდა მეც ვენდე და სიამოვნებით ვატარებდი მასთან საღამოებს...
ეტყობა თვითონაც მენდო, ვუყურებ, კართან ატუზულ, ყვითელ ფოთლებს და ეჭვიც არ მეპარება, რომ მენდო. ჰო ასეა, ვისაც ენდობი იმასთან მიგაქვს,  იმას უჩვენებ შენ "შემოდგომას" -შენ ტკივილს...
გული ამიჩუყდა, ავხედე...ვერ ვწვდები, როგორ მივეფერო კოჟრიან ტანზე.
- ნუ გეშინია ჩემო კეთილო,
მე შენ ასეთიც  მიყვარხარ,
ფოთლებდაცვენილი, ტოტებისამარა.
შენ წარმოიდგინე, უფრო ლამაზი ხარ, კიდევ უფრო ლამაზი.
კიდევ ბევრ  საღამოებს გავატარებთ მე და შენ ერთად.
მე ჩემი აივნიდან თბილად ამოგხედავ, შენ შენი ლამაზი, მწვანე თვალებით ჩამომხედავ ციდან. მერე რა , თუ ვერ გეხები, ხომ იცი, გულით  ყოველთვის გეფერები.
ზამთარსში გაზაფხულზე ვიოცნებებთ, ამ ჩვენ უცნაურ სიყვარულზეც
ბევრს ვიცინებთ...და ასე...ბევრ საღამოებს გავატარებთ მე და შენ ერთად...
სულ ტყუილად გეშინია, არ გიღალატებ, ძნელი საპოვნია ვინმე, შენსავით სანდო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები