ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ზარნაძე
ჟანრი: პოეზია
16 ოქტომბერი, 2014


###

წუხელ, როცა წვიმდა, (დღესაც შემოუჩნდა,
ანუ გიყვები რომ... იმაზე)
მე და დოსტოევსკი დიდხანს ვკითხულობდით
გამსახურდიას და ჭილაძეს.
როცა უსაშველოდ მარტო დავრჩი,
როცა ქართველობა მილანძღეს;
მე და დოსტოევსკი დიდხანს ვკითხულობდით
გამსახურდიას და ჭილაძეს.
რაღაც სასწაული თითქოს ღამე იყო,
ხელმაც თავისთავად გამასწრო...
ზღვაში შევდივართ და შორს არ გამერიყო,
არსად წამიხვიდე არასდროს!..
წვიმამ დაანისლა თბილისს მთელი სევდა,
წლებმა უსაშველოდ ამიკლეს...
შენი ბგერებიდან ფილტვებს ავივსებ და
ქუჩას გავაყოლებ ამ ფიქრებს...
"შენთვის არასოდეს მე არ დავიცლები" -
წერდა ნაჩუქარი კალამი...
ღამის სიყვარულით ისე ავიცერი,
ალბათ შემიყვარებს არავინ!..
მაქვს სხვა სამყარო და სხვა ხედები.
სადღაც წვიმის სიმებს ჭიმავდნენ....
მე ამ სიყვარულით მჯერა, გავხელდები!
მე და დოსტოევსკი ერთად ჩავუჯექით
გამსახურდიას და ჭილაძეს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები