ნაწარმოებები



ავტორი: ო.გ.
ჟანრი: პოეზია
20 ოქტომბერი, 2014


ცათა შინა,თუ მიწასა ზედა

ნაზარეთიდან
ამოდის მზე და
მერე მე ვხედავ
მწყემსსა და ფარას,
ცათა შინა,
თუ მიწასა ზედა,
უფლის დიდებას,
სიბრძნეს და ძალას.

იესო,შენ ხარ
სხეულში ღმერთი,
რომლის ფერხთითაც
დავდე მე გული,
მსურს,შენი სანდლის
რომ ვიყო ღვედი
ელი და ტერფზე
გყავდე შებმული.

თელავდე ჩემით
პლანეტის მტვერს და
მე შენი ნებით
ვვლიდე პირიქით,
მხარდამხარ ჯვართან,
კრავთან და მტრედთან,
მარ-ეკლით სავსე
ვიწრო ბილიკით.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები