| ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია 20 ოქტომბერი, 2014 |
დავძუმგელობდი, არ ველოდი ყოფის ნაპირალს, სიმარტოვის ხმა გავარიდე ხროვას, უნდობელს. ცხრა პარასკევიც გავიარე, იმის ცხრა კვირაც, მიზანს კი მაინც მოუჩანდა სახე ბუნდოვნად... ზოგჯერ გუმანით მივდიოდი, ზოგჯერ კი გეშით, მოჭორმართალო გავარჩიე მდედრის ყნოსვითაც. გამოვაზამთრე სიმარტოვე ჩემთვის თუ ჩემში, მიუხედავად ასაკისა მეყო ოფსილა... ათი მთვარის და ცხრა მზისაზე სავალსაც ვუძელ, უკან ფეხდაფეხ მომყვებოდა ბედი უჩინო. ჩემმა ლეკვებმა რა ხანია, დატოვეს ფუძე, თუმცა, მათ გულებს გულჩვილობა გადავურჩინე! მოვიმარტოვე, გავუხსენი ფრჩხილი საფიქრალს, დარდი კივილად შევატოვე ქარებს ტრამალის. ყველა შეცდომა ტკივილების სიღრმემ გაქვითა, და სინანულის სარკემ მითხრა- რაა მთავარი! "სანამ სიცოცხლე მარტო მტოვებს საკუთარ თავთან", სანამდე ჩემს სულს მზის წნულამდე ჰა და ჰა, ვწვდები, მანამდე, მინდა ვიფიქრო და ხმამაღლა არ ვთქვა, სიმარტოვეა ეს ცხოვრება? - იქნება, ვცდები?.. 18.10.14
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
19. მოვიმარტოვე, გავუხსენი ფრჩხილი საფიქრალს, დარდი კივილად შევატოვე ქარებს ტრამალის. ყველა შეცდომა ტკივილების სიღრმემ გაქვითა, და სინანულის სარკემ მითხრა- რაა მთავარი!
:)
5
მოვიმარტოვე, გავუხსენი ფრჩხილი საფიქრალს, დარდი კივილად შევატოვე ქარებს ტრამალის. ყველა შეცდომა ტკივილების სიღრმემ გაქვითა, და სინანულის სარკემ მითხრა- რაა მთავარი!
:)
5
18. გიო, დიდი მადლობა საინტერესო კომენტარისთვის... გიო, დიდი მადლობა საინტერესო კომენტარისთვის...
17. რაც ყოველთვის მხიბლავს ამ ქალბატონის ლექსებში,რითმა. ძალინ უჭირთ ზოგადად მანდილოსნებს სწორი რითმებით წერა.ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე,სუბიექტურ აზრს ვაფიქსირებ. ტექნიკურად გამართული, კარგი ლექსია, უბრალოდ, ოდნავ რთულად წასაკითხია, მე ყოველთვის მსუბუქ,დასამახსოვრებელ ლექსებს ვანიჭებ უპირატესობას,როცა ლექსი ერთი წაკითხვის მერე აგეკვიატება და უბრუნდები, მიდიხარ ქუჩაში და გულში იმ ლექსის ფრაზებს იმეორებ.
ვისურვებდი,რომ მომავალი ნაწერი სწორედ ასეთი დამხვდეს აქ,
აქ იყო გიო ზედვაკელი,
წარმატებებს გისურვებთ,ვცდილობ ყოველთვის თქვენი პოეზიის გაცნობას. რაც ყოველთვის მხიბლავს ამ ქალბატონის ლექსებში,რითმა. ძალინ უჭირთ ზოგადად მანდილოსნებს სწორი რითმებით წერა.ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე,სუბიექტურ აზრს ვაფიქსირებ. ტექნიკურად გამართული, კარგი ლექსია, უბრალოდ, ოდნავ რთულად წასაკითხია, მე ყოველთვის მსუბუქ,დასამახსოვრებელ ლექსებს ვანიჭებ უპირატესობას,როცა ლექსი ერთი წაკითხვის მერე აგეკვიატება და უბრუნდები, მიდიხარ ქუჩაში და გულში იმ ლექსის ფრაზებს იმეორებ.
ვისურვებდი,რომ მომავალი ნაწერი სწორედ ასეთი დამხვდეს აქ,
აქ იყო გიო ზედვაკელი,
წარმატებებს გისურვებთ,ვცდილობ ყოველთვის თქვენი პოეზიის გაცნობას.
16. გამოვაზამთრე სიმარტოვე ჩემთვის თუ ჩემში, 5 გამოვაზამთრე სიმარტოვე ჩემთვის თუ ჩემში, 5
15. ეს ავტორი სულში იხედება და ისე წერს ლექს. ეს გვერდი გაგრძნობინებს, რომ ხარ ადამიანი, და გჭირდება ადამიანი! ეს ავტორი სულში იხედება და ისე წერს ლექს. ეს გვერდი გაგრძნობინებს, რომ ხარ ადამიანი, და გჭირდება ადამიანი!
13. ჩემმა ლეკვებმა რა ხანია, დატოვეს ფუძე, თუმცა, მათ გულებს გულჩვილობა გადავურჩინე!
კარგია. ჩემმა ლეკვებმა რა ხანია, დატოვეს ფუძე, თუმცა, მათ გულებს გულჩვილობა გადავურჩინე!
კარგია.
12.
ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 20 ოქტომბერი, 2014 რა კარგი ლექსია და საერთოდ ეს გვერდი ძალიან გვიყვარს მე და დედიკოს :)
ავტორი: თანანა ჟანრი: პოეზია ჩემი შეფასება: 5 20 ოქტომბერი, 2014 რა კარგი ლექსია და საერთოდ ეს გვერდი ძალიან გვიყვარს მე და დედიკოს :)
10. ძალიან კარგი ლექსია, დახვეწილი ფორმებით... ძალიან კარგი ლექსია, დახვეწილი ფორმებით...
9. 8. სიმარტოვეა თუ საკუთარ თავთან საერთოს ვერ ნახულობ... მემგონი :) დუმილა. 2014-10-20 16:05:13
ჩემო დუმილა მგონი, პირიქით არის ეგ საქმე, ერთი ცნობილი მწერალი წერდა, საკუთარ თავთან არასოდეს მწყინდებაო, თუმცა, რამდენი ადამიანიც არის, იმდენნაირი სიმარტოვეა... 8. სიმარტოვეა თუ საკუთარ თავთან საერთოს ვერ ნახულობ... მემგონი :) დუმილა. 2014-10-20 16:05:13
ჩემო დუმილა მგონი, პირიქით არის ეგ საქმე, ერთი ცნობილი მწერალი წერდა, საკუთარ თავთან არასოდეს მწყინდებაო, თუმცა, რამდენი ადამიანიც არის, იმდენნაირი სიმარტოვეა...
8. სიმარტოვეა თუ საკუთარ თავთან საერთოს ვერ ნახულობ... მემგონი :) სიმარტოვეა თუ საკუთარ თავთან საერთოს ვერ ნახულობ... მემგონი :)
7. სიტყვის ვირტუალური ფლობა, ორიგინალური სახეები. ამ ბანალურ თემასაც კი საინტერესოს ხდის. მე ადრე თქვენს პოეზიას არისტოკრატიული ვუწოდე. დღესაც ამ აზრზე ვრჩები. 5 სიტყვის ვირტუალური ფლობა, ორიგინალური სახეები. ამ ბანალურ თემასაც კი საინტერესოს ხდის. მე ადრე თქვენს პოეზიას არისტოკრატიული ვუწოდე. დღესაც ამ აზრზე ვრჩები. 5
6. წინა ლექსი ისე მომეწონა, რომ აქაც ინერციით ვწერ 5-ს. :) წინა ლექსი ისე მომეწონა, რომ აქაც ინერციით ვწერ 5-ს. :)
5. კარგი ლექსია სათქმელითაც და გამართულიც. ყოველთვის საინტერესოა ამ გვერდზე შემოსვლა. კეთილი სურვილებით +2
კარგი ლექსია სათქმელითაც და გამართულიც. ყოველთვის საინტერესოა ამ გვერდზე შემოსვლა. კეთილი სურვილებით +2
4. "მოვიმარტოვე"- როგორ ზუსტ შესატყვისს მოუძებნით ხოლმე გრძნობებს.
"ოფსილამაც" როგორი შარმიანი გახადა ლექსი.
ადმიანი კი...ზოგადად, მარტოსული არსებაა. თუმცა, ალბათ, მაინც ცდებით :)
"მოვიმარტოვე"- როგორ ზუსტ შესატყვისს მოუძებნით ხოლმე გრძნობებს.
"ოფსილამაც" როგორი შარმიანი გახადა ლექსი.
ადმიანი კი...ზოგადად, მარტოსული არსებაა. თუმცა, ალბათ, მაინც ცდებით :)
3. ერთი ამოსუნთქვით მოტანილი მელანქოლია :) ერთი ამოსუნთქვით მოტანილი მელანქოლია :)
2. დავძუმგელობდი, არ ველოდი ყოფის ნაპირალს, სიმარტოვის ხმა გავარიდე ხროვას, უნდობელს. ცხრა პარასკევიც გავიარე, იმის ცხრა კვირაც,
ყველა შეცდომა ტკივილების სიღრმემ გაქვითა, და სინანულის სარკემ მითხრა- რაა მთავარი! "სანამ სიცოცხლე მარტო მტოვებს საკუთარ თავთან", სანამდე ჩემს სულს მზის წნულამდე ჰა და ჰა, ვწვდები, მანამდე, მინდა ვიფიქრო და ხმამაღლა არ ვთქვა, სიმარტოვეა ეს ცხოვრება? - იქნება, ვცდები?..
+ + + იმედია... მომეწონა, ხუთი ქულა. :)
დავძუმგელობდი, არ ველოდი ყოფის ნაპირალს, სიმარტოვის ხმა გავარიდე ხროვას, უნდობელს. ცხრა პარასკევიც გავიარე, იმის ცხრა კვირაც,
ყველა შეცდომა ტკივილების სიღრმემ გაქვითა, და სინანულის სარკემ მითხრა- რაა მთავარი! "სანამ სიცოცხლე მარტო მტოვებს საკუთარ თავთან", სანამდე ჩემს სულს მზის წნულამდე ჰა და ჰა, ვწვდები, მანამდე, მინდა ვიფიქრო და ხმამაღლა არ ვთქვა, სიმარტოვეა ეს ცხოვრება? - იქნება, ვცდები?..
+ + + იმედია... მომეწონა, ხუთი ქულა. :)
1. ამ ლექსისთვის მუხტის მომცემი ნეფერტარის "ბედუინის" ბოლო თავია!!! ამ ლექსისთვის მუხტის მომცემი ნეფერტარის "ბედუინის" ბოლო თავია!!!
|
|
მონაცემები არ არის |
|
|