ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გურამ ლაცაბიძე
ჟანრი: პოეზია
20 ოქტომბერი, 2014


  ჩამოტვირთვა

შემოდგომის ლირიკა

ფეხაკრებით და ჩუმად მოყვები,
ნოემბრის ქარის ოქროსფერ ბგერებს.
ჩამოუვლიათ ცრემლებს ლოყები,
როგორც უდაბნო მდუმარე ბერებს.

ლაგდება წყებად ღრუბლების დახლი,
შეიხსნა ქარის ღილი ოდინმა,
ეშვება წვიმა და ზეცა ახლა
არის მაღალი გილიოტინა.

ვუცქერით შორით ზღვის ნაფეხურებს-
-ანუ ტალღების იწყება თქეში.
და შენი ხელი - ნორჩი ბეღურა,
ათრთოლებული მიჭირავს ხელში.

მე შენს ფიქრებში ვერ ვიმაისე,
და სიმარტოვე მომართვი ძღვენად.
წახვედი, გაქრი, ძვირფასო ისე,
როგორც პატარას გულიდან წყენა.

და ვით ვარსკვლავი თენების ხიზანს,
შევეყუჟები მთვარეს მეც ასე.
მოვგავარ ახლა აცდენილ მიზანს
უფუნქციოდ, რომ დარჩა მიწაზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები