ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ელადა
ჟანრი: პოეზია
20 ნოემბერი, 2014


ერთი კომლი

სოფელს სოფელი არ ემატება,
მამა–პაპური ქრება კერია,
თუ ნასახლარებს ასე ვამრავლებთ,
იხარებს ამით მხოლოდ მტერია.
ჩემთვის ციხეა ის ერთი სახლი,
ჩემთვის გმირია ის ბერიკაცი,
ვინც მეციხოვნედ დაურჩა სოფელს,
ვისიც სახლიდან, დღეს კვამლი ადის.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები