 | ავტორი: თოლიგე ჟანრი: საბავშვო 20 ოქტომბერი, 2014 |
ზღარბუნიას, შემოდგომის გრილი წვიმით ნასველებს, ყელი გასციებია და აცემინებს, ახველებს. ზღარბის სახლში ცხოველები არ შედიან საერთოდ, არც მალავენ _ ეშინიათ გრიპი არ გადაედოთ. კოდალას კი, იქვე კაკლის ხეს რომ უკაკუნებდა, ზღარბის კვნესა შემოესმა, გაუფუჭდა გუნება. ვის რად უნდა ფრთებ და ნისკარტ ცარიელი მნახველი?! უცებ ამოინისკარტა ცხრა ცხრატყავა ძახველი. მივიდა და მოიკითხა, ეფერება, თან ართობს, არც ნისკარტი მოარიდა სურდოიან ავადმყოფს. ორჯერ ოფლი მოადინა, გაუმშრალა ეკლები. უთხრა: მალე მოგეშვება, მალე გამოკეთდები. საბანს თბილად დააფარებს, გვერდებს შემოუკეცავს. გაუთბება ზღარბუნიას თათუნებიც, უბეცა. ეგ კი არა, იფანცქალეს სიხარულით ეკლებმა. კოდალას არ ეზარება, მტკივან თავზე ევლება. ცხოველებმა ძღვნად მოართვეს ჟოლოს, მარწყვის ტორტები... კოდალა კი ეფერება, გვერდიდან არ შორდება. რომ დაფიქრდე, უცნაური არაფერი მომხდარა _ განუყრელი მეგობრები გახდნენ ის და კოდალა. ცოტა ხანში მოიხედა ავადმყოფმა ეკალამ, ნახა, მისი სახლის კართან საჩუქრები ეყარა... მაგრამ იცის ზღარბუნიამ, დღეს კოდალას დობილმა, რომ ყველაზე დიდი ძღვენი ერთგულება ყოფილა!
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
9. ჩემი „ერთგულება“ თავფურცელზე!!! ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიხარია! უცნაურია, მაგრამ „შურიმშინეს“ წარმატება არ გამხარებია ასე :)
...ეგ კი არა, იფანცქალეს სიხარულით ეკლებმა... _ აი, ეგრე ვარ :)
გმადლოოოოოოოოობთ!!!
ჩემი „ერთგულება“ თავფურცელზე!!! ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიხარია! უცნაურია, მაგრამ „შურიმშინეს“ წარმატება არ გამხარებია ასე :)
...ეგ კი არა, იფანცქალეს სიხარულით ეკლებმა... _ აი, ეგრე ვარ :)
გმადლოოოოოოოოობთ!!!
8. დავით ჯიმშიაშვილი. _ დათო, დიდი მადლობაო ზღარბუნიამ :) მუხა. _ გმადლობთ, გაიხარეთ! დავით ჯიმშიაშვილი. _ დათო, დიდი მადლობაო ზღარბუნიამ :) მუხა. _ გმადლობთ, გაიხარეთ!
7. მშვენიერია! მშვენიერია!
6. აი რა კარგად არის ნათქვამი ერთგულებაზე,ბავშვებიც რომ კარგად გაიგებენ ზუსტად ისე,ყოჩაღ მაიკო,კარგად გამოგივიდა მართლა აი რა კარგად არის ნათქვამი ერთგულებაზე,ბავშვებიც რომ კარგად გაიგებენ ზუსტად ისე,ყოჩაღ მაიკო,კარგად გამოგივიდა მართლა
5. ჩემი პირველი საბავშვო ლექსია... დევი., მანანა კაკაჩია., მანანა ქურდაძე., ჭა. _ დიდი მადლობა! :*
ჩემი პირველი საბავშვო ლექსია... დევი., მანანა კაკაჩია., მანანა ქურდაძე., ჭა. _ დიდი მადლობა! :*
4. რა კარგი საბავშვოა მაიკო...:-* 5 რა კარგი საბავშვოა მაიკო...:-* 5
3. ერთგული და თბილი მაიკო <3 5 ერთგული და თბილი მაიკო <3 5
2. კარგია, თან ჭკვიანური დასკვნით :) კარგია, თან ჭკვიანური დასკვნით :)
1. კარგია! თან სეზონისთვის შესაფერისი. :) 5 კარგია! თან სეზონისთვის შესაფერისი. :) 5
|
|
მონაცემები არ არის |
|
|