| ავტორი: ბუდულა ჟანრი: სხვა ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება 6 იანვარი, 2015 |
კომპიუტერს როცა მივუჯექი, მეორე დღისთვის ჩასაცმელიც უკვე გამზადებული მქონდა და თმაც მოწესრიგებული.თუმცა რა მოწესრიგება უნდოდა, შევიღებე და ეგ იყო სულ. ხო, იმას ვამბობდი, მივუჯექი და მასთან გამოლაპარაკება მომერიდა. ხვალ სკოლის დამთავრების ოცი წლისთავის გამო ბანკეტი გადავწყვიტეთ , მეც ორი დღით ადრე გამაგებინეს და ინგა , რომელიც სულ ამ საკითხის გულშემატკივარია და ყველაზე მეტად არის მონდომებული , მოსკოვში ცხოვრობს . იგი ასე სპონტანურად გადაწყვეტილ ბანკეტს ვერ შემოუერთდება. ---რას შვები, პუტკუნიკა, მიდიხარ ხვალ? ---მომივიდა უცებ წერილი ჩათში. ---კი, ვაპირებ-- მივწერე დამწუხრებულ სმაილი. ---იცოდე, ერთი სკამი შენს გვერდით, მარცხნივ, აუცილებლად დადგით და არავინ დასვათ მასზე. ---კარგი, მასე ვიზამთ--გავმხიარულდი მე შესაძლო ინტრიგის წარმოდგენით. ---ძალიან მინდა, რომ ხვალ ჩაგეხუტოთ.. ---დაიცა, შენ ხომ არაფერი გაქვს გეგმაში? ----გააჩნია, როგორ ხასიათზე გამეღვიძება ხვალ ---ხომ არ გაგიჟდი?--შევიცხადე მე თუმცა სიმართლედ არ მიმიღია და არც დამიჯერებია.რას ჩამოვა, რას...ორიათასი კილომეტრია , თბილისი ხომარაა. ---ბილეთი უკვე აღებული მაქვს, დილით თუ კარგ ხასიათზე გამეღვიძა, მოვფრინავ, სამ საათზე ვიქნები თბილისში, მაშინვე ტაქსს ავიყვან და , რა დროც იქნება , მოვალ. არავის უთხრა, გთხოვ, მინდა რომ სიურპრიზი იყოს. გავგიჟდი, ავიწეწე, დავიწეწე, გავიკვირვე...ამხელა გზაზე...დიდუუუ...მოკლედ ემოციებმა დამაბნია, მერე რაღაც ორი სტრიქონი ექსპრომტი დავუწერე და მივწერე. ---გამაჟრიალაო---მომწერა, მოკლედ მაგრად მენატრებიო. ---როცა ჩამოხვალ ამ ლექსს ხმამაღლა წავიკითხავ მეთქი, --დავპირდი. ოც წუთში დავემშვიდობე და უფრო გალამაზებული რამდენიმე სტროფი ჩათში მივწერე, ვუთხარი დილით წაიკითხე, აეროპორტში მეთქი. ---რა მომათმენინებდა დილამდეო ---სულ ხუტუნხუტუნია სმაილები გამოუშვია და დაუძინია.
დილით აღარ მოუწერია, ვიცოდი რომ ყველაფერი ისე იქნებოდა, როგორც დავგეგმეთ და მივყევი ნებას. ყველაფერი ისე იქნებოდა, მაგრამ როგორ? რამხელა ადრენალინი მელოდა და რა დიდ სიამოვნებას ვგრძნობდი, ნუ იტყვით... დღის სამ სააათზე ერთმანეთს ყველანი ბაღის ეზოში შევხვდით, ფოტოები გადავიღეთ, სკოლა და ბავშვობა ნაწილობრივ გავიხსენეთ და დარბაზისკენ გავწიეთ. ინგას ამბავი არავის უკითხავს. ვინ იკითხავდა.... შეუძლებელს ვინ მოითხოვდა და ვინ მოინდომებდა? მაგიდაზე როგორც კი დავსხედით, მე გვერდით სკამზე ჩემი ჩანთა დავდე და ეს ინგას სკამია_თქო, ვთქვი, ისე რომ ყველას გაეგონა. ზოგმა სინანულით გადააქნია თავი, ალბათ ეგონათ ფიგურალურად დავიკავე ორი სკამი და მეტი არაფერი მოხდებოდა.
რამდენჯერ დავლიეთ მეგობრობის სადღეგრძელო და ერთმანეთი რამდენჯერ დავკოცნეთ, თვლა არ შეიძლებოდა. .თუმცა ტელეფონისკენ მთელი გულისყური მქონდა მიმართული და ემოციას კი ვმალავდი.
უკვე კარგად იყვნენ შეზარხოშებული, მიმტანმა სუფრასთან ადგილის დასუფთავება რომ დაიწყო. ---ვინმე მოვიდამეთქი? ---ჩავეკითხე. ---ახლა ისეთი უცხო წევრი შემოგიერთდებათო----გააგრძელა სიტყვა ქალმა.
წამოვხტი და შემოსასვლელში გავედი. . . ის იყო. აკივლდა, არ მინდა, სანამ არ მოვწესრიგდები, ვინმემ მნახოსო--
ერთმანეთს გადავეხვიეთ და გავიხარეთ.
მერე კი დარბაზში ერთად შემოვედით, პირველივე დანახვაზე ვერავინ მიხვდა, ვინ იყო. ოცი წლის უნახავს კიარა, აგერ მეზობელთან რომ გადახვალ , მაშინ ვერ გცნობს ადამიანი.
მაგრამ რამდენიმე წამის მერე , როცა გაიაზრეს რომ ეს გოგო, სწორედ ის იყო, რომელიც ორიათასი კილომეტრის იქეთ ცხოვრობდა და აქ იმისთვის ჩამოვიდა, რომ ჩვენთან ერთად ეზეიმა სკოლის დამთავრების წლისთავი და ჩვენთან ერთად ექეიფა,ყველანი სიხარულით ახმაურდნენ, ვინ კოცნიდა, ვინ ეხვეოდა და ვინ ცეკვავდა სიხარულით...ატყდა ჩოჩქოლი.
---შენ იცოდი, შენ არ გაგკვირვებია---მეცნენ აქეთიქედან და კარგადაც "მიმალანძღეს" ზოგიერთებმა....
ქეიფი გაგრძელდა. ინგა ადღეგრძელეს და მეც მოვითხოვე ორიოდე სიტყვა: თუმცა ვნერვიულობდი, მაინც წავიკითხე ის ლექსი, რომელსაც შევპირდი.
"ჩემს თვალებს მთელ ღამეს ძილი არ ეღირსა. გელოდი, ვიცოდი და გული ღელავდა. ჩამოდის!!! ამ გრძნობას რა ძალა ჰქონია და თურმე რა ძლიერ, რა ძლიერ გიყვარვართ!!!
არც შორი მანძილი და კილომეტრები შენ ვერ გამუხრუჭებს და შენსას არ იშლი! ჩვენს სიყმაწვილეში გაჩენილ სიყვარულს ახლა ჩავიხუტებ და შენ ნუ დამიშლი.
თურმე სიყმაწვილის ძლიერ მეგობრობას რა ძალა ჰქონია, სუფთა და ნათელი. ცხოვრება მიდის და ერთმანეთს არ ვკარგავთ, მინდა მეგობრობას დავუნთოთ სანთელი."
ცრემლი მოგვერიაო---ყველამ აღიარა. შენ სულ გიყვარდაო ლექსები... ინგამ კი: თვითმფრინავში სულ იმაზე ვფიქრობდი, დროზე ჩავიდე, სანამ სანთელს მართლა ამინთებენ სკამზეო . სკამზე ---ხუმრობდა ინგა.
(გაგრძელება იქნება)
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. რა კარგია, როცა ასეთი მეგობარი გყავს... რა კარგია, როცა ასეთი მეგობარი გყავს...
|
|
მონაცემები არ არის |
|
|