ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლონდონელი მამაძაღლი
ჟანრი: პოეზია
21 ოქტომბერი, 2014


***

ჩემი მეგობარი ხის მჭრელია
და ტყეში ცხოვრობს.
როცა ვესტუმრები ხოლმე,
მიღიმის და ხელებს ზურგუსკან მალავს.
მეც ვუღიმი. ცოტას ვსაუბრობთ
და თვალებში არასოდეს ვუყურებთ
ერთმანეთს.
იმ პატარა ქოხში, სადაც ის ცხოვრობს,
უწესრიგოდ ყრია ნივთები,
რომელთაც არასოდეს ვაკვირდები,
და რომელთა წყობაც, სრულ
შესაბამისობაშია მეპატრონის ხასიათთან.
ჩემი მეგობარი ხის მჭრელია
და ჯერ ერთი ხეც არ მოუჭრია,
ჩემმა მეგობარმა კაცი მოკლა
და ტყეში ცხოვრობს.
ჩემს მეგობარს სული ეწვის
და ხელებს მალავს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები