ნაწარმოებები



ავტორი: ო.გ.
ჟანრი: პოეზია
23 ოქტომბერი, 2014


ვარდისუბნამდე

ცივი და სველი,როგორც კარცერი,
ძვლებამდე ატანს ქარი თებერვლის,
შიმშილით მთვრალი,ბანცალ-ბანცალით
ურნასთან მიდის ქალი ბებერი.

ფუ,რა დაასხა...მოდის ცა ფეხად,
თვალებს ვხუჭავ და გულს რაღაც უჭერს,
უზარმაზარი და მრავალფეხა,
მერე ვაფურთხებ თბილისის ქუჩებს.

ვაგინებ თავს და ვაწყევლი ბებოს,
ჩემი"გზის ფული"უკვე მისია
და ვფიქრობ,ასე უყურადღებოს
დღეს ვინ წამიყვანს სახლში ნისიად,

ვარდისუბნამდე,ალბათ ნაცნობი
იქნება ვინმე მძღოლი და გზაში
გამბერავს თავის"კაი კაცობის"
ამბებით,რათა მე ვუკრა ტაში.

რომ პატივი მცა და ამ თავსხმაში,
ისნის ბაზართან არ მიმატოვა
და უკვე მზარავს წინასწარ ტანში,
იმ მოხუცივით,ვგრძნობ,მეც მარტო ვარ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები