ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ელადა
ჟანრი: საბავშვო
30 ოქტომბერი, 2014


ზარმაცი ია

თოვლზე ლურჯთვალება.
ამოიწვერა ია.
მზემ თვალები ჩაუკრა.
უკვე მოგისწრია.
ირგვლივ მიმოიხედა,
მოიფშვნიტა თვალი.
რამდენი მიძინია,
უკვე ნუშიც ჰყვავის.
დობილებიც არ ჩანან.
ყოჩივარდა, ენძელა,
ჯერაც სძინავთ ეტყობა,
გაღვიძება ეძნელათ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები