ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბერი18
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
23 ოქტომბერი, 2014


სხვენზე ნაპოვნი ანგელოსის დღიური


აი უკვე რამდენიმე ათეული წელია ეგრეთწოდებული მატერიალური სამყაროს
სიცოცხლის ცენტრში, დედამიწაზე ვიმყოფები და აქაურ წესს კვლავაც ვერ შევეჩვიე.  სამყაროს მიღმიერი  ჩვევები ვერ დავივიწყე.
იქ სადაც მარტო აზრი ვიყავი., სხეულის გარეშე, პირის გარეშე.
სადაც ერთმანეთთან ურთიერთობისათვის, მოკითხვისთვის, მოფერებისთვის,  მხოლოდ გაფიქრება მჭირდებოდა.
იქ ყოველივე ნათელი, ღია და უანგარო იყო.
აქ კი შეგიძლია ერთი იფიქრო და მეორე თქვა.
გძულდეს და სიყვარული უმტკიცო, ღალატი გედოს გულში და ერთგულობას ფიცულობდე.

ვერ შევეგუე პირს...

ჯერ კიდევ ახალგაზრდობაში ყველას თვალებით ვესალმებოდი, ოდნავი თავის დახრით, სიტყვის გარეშე, ეხლაც კი როდესაც ჩემთვის ძვირფას ადამიანებზე ვფიქრობ, მავიწყდება რომ ამისათვის მატერიალური მოქმედება უნდა  შევასრულო. ავიღო ტელეფონი მოიკითხო, ან უნდა მივიდე მატერიალურად  და უთხრა რომ ფიქრობ მათზე, ზრუნავ მათზე, ხარობ მათით და ვდარდობ მათზე.
ყოველივე ამის გამო მე ხშირად მსაყვედურობენ მოკითხვა არ იციო, უყურადღებო ხარო.
არადა დღეში რამდენჯერ შემოიფრენს ჩემი გონება მათთან, მაგრამ მავიწყდება რომ ისინი ამას ვერ გებულობენ და არ ესმით. მათვის მე ხომ ადამიანი ვარ და არა ანგელოსი.
  არ მეუბნებიან მაგრამ ვხვდები ყველას ვგონივარ საკუთარ ტყავში ჩაკეთილი, ერთი უდარდელი არსება.
მთელი ბავშვობა და ახალგაზრდობა ფრენა მესიზმრებოდა, მსუბუქი, ნარნარი ფრენა. ესეც ალბათ სხვა მდგომარეობიდან გამოყოლილი ციალი იყო.
ბოლოს თვრამეტი წლისამ ავკრძალე სიზმარი და მის მერე არც მინახავს რამე, ესეც უსიზმრობაც უსიტყვოდ დავასრულე.
    გუშინ ერთმა პროფესორმა, რომელსაც სამყაროს მცოდნედ მოაქვს თავი მითხრა:
"ადამიანის სხეულს ყოველი მხრიდან ერთი ატმოსფერო წნევა აწვებაო."
გამეღიმა, მცოდნესთან კამათს რა აზრი ჰქონდა,.. არა და შემეძლო გამეღო ლოკალური საინფორმაციო ღრუ და გამეხმოვანებია....
  არ იცის მან რომ ადამიანს არა მარტო ერთი ატმოსფერო არამედ მთელი სამყარო აწევს, მარტო ერთი ატმოსფერო ძალით ვერ შეაკავებ სულს სხეულში. ვინც აცნობიერებს ამ ყოველივეს იცის რა ძნელია სამყაროს ზიდვა, როდესაც უსასრულობა გაწევს და ცდილობს დაგცეს, გაისრისოს.  მაგრამ რისი გაზომვაც შეუძლებელია  განზომილებად სამყაროში ის არ არსებობს და მისი მტკიცება თეოლიგიას, თეორიას ან ფანტასტიკას განაკუთნებენ.

როგორ მინდა რომ ყველა თვალებით ხვდებოდეს ყველაფერს,
თვალები ხომ სულის ანარეკლია და მას ტყუილი არ შეუძლია.
მაგრამ აქ პირს მეტი ფასი აქვს ვიდრე თვალებს.

ჟამია საუბარი ვისწავლო...
დროა ხმა ამოვიღო.
/კ.ჭ./


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები