ნაწარმოებები


ახალი კონკურსი “ლილე-2020“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე: ურაკპარაკის ფორუმი >> კონკურსები >> ლილე-2020     * * *     http://urakparaki.com/?m=13&Theme=1519     * * *    

ავტორი: ლელა-65
ჟანრი: პოეზია
23 ოქტომბერი, 2014


"გეიშები"


არ ვარ მოთამაშე,- წუხელ გულწრფელობა
გვსურდა ორივეს და ვითომ თამაშია.....
მე ვთქვი: "პასუხები ვიდრე არ გვეყოფა,
მხოლოდ სიმართლე ვთქვათ. უკვე ძალაშია

ჩვენი შეთანხმება." ცოტა ვისაუბრეთ მერე მიმინოზე,
არცერთს არ შეგვშურდა ბედი ბაზიერის.
იყო სიმშვიდე და უფლის ანგელოზმა,
ნდობის სილამაზეს ერთად გვაზიარა...

(ისე, სულიერად, ხორცს რომ არ ეხები.)
აღარ გვჭირდებოდა თავის გამართლება.
მიწა იწვა ცისაგან ცეცხლით დამეხილი,
ჩვენ კი ლაპარაკში თავზე დაგვათენდა,

მაგრამ ერთმანეთი მაინც გვიხაროდა.
ეშმა დავაჩოქეთ ღამის "გეიშებმა"
როდის ირიჟრაჟა, არცერთს არ გვახსოვს და
(რა ვქნა, უძილობას რამე ეშველება...)

ეს ჩვენ "ვითამაშეთ" ერთხელ გულწრფელობა,
როცა, გამუდმებით, ყველა თამაშობდა...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები