ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ლონდონელი მამაძაღლი
ჟანრი: პოეზია
24 ოქტომბერი, 2014


***

ჩვენ ყოველთვის მეტი შეგვეძლო...
მაგრამ რადგანაც გვწამდა,
რომ მეტი შეგვეძლო ყოველთვის,
შესაბამისად რასაც ვაკეთებდით,
იმაზე ნაკლები გვეგონა,
ვიდრე გაკეთება შეგვეძლო.
ამიტომ ერთხელაც ორივემ
ყველაფერი გვერდზე გადავდეთ,
ერთმანეთის პირისპირ დავსხედით
და ისე რომ არც ერთს შეძლებოდა
თვალის არიდება მეორესთვის, ვთქვით:
ჩვენ შეგვიძლია იმდენი, რამდენსაც ვაკეთებთ.
და თუკი რაიმეს ვაკლებთ, მხოლოდ იმიტომ
რომ გვწამს, მეტი შეგვიძლია და ნაკლებს ვაკეთებთ.
და თუკი არ ვირწმუნებთ ჩვენი შესაძლებლობების
მაქსიმუმს, მაშინ არც იმაზე ვიფიქრებთ,
რა არის მეტი და რა ნაკლები.
ასე შევთანხმდით და ხელი ჩამოვართვით ერთმანეთს.
მე გავიფიქრე: ისე, შეიძლებოდა უფრო მეტის თქმაც.
შენ გაიფიქრე: ისე, შეიძლებოდა უფრო ძლიერადაც ჩამომერთვა ხელი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები