ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ო.გ.
ჟანრი: პოეზია
26 ოქტომბერი, 2014


დროა უდროობის

გულში სკდება დარდი-ჭურვი ფუგასური,
მზერა მოლოდინით ისევ დანისლულა,
სულიც არის თითქოს ველი უკაცური,
ის ვარ,ერთი ნატვრაც რომ ვერ აისრულა.

გრძნობა მიაძინა მძიმე ლეთარგიამ,
ათი ცუდი აზრი როკავს ერთ საღ აზრზე,
ათასობით სევდას მიჰყავს ლიტურგია,
ჩუმი ტკივილების სახელობის გზაზე.

გული მიტოვებულ ტაძარს დაემსგავსა,
მრევლი-ყველა განცდა სადღაც გადიხვეწა,
ნიჰილიზმი ალბათ არ დატოვებს ქვასაც,
მკერდში გულს,ამ ტაძარს,ისე დამილეწავს.

ჩემთვის ეს ეპოქა დროა უდროობის,
რადგან არწივებმაც ბარში ბუდეები
ჩაითბუნეს,მთაში მეფობს მყუდროება
და მწვერვალზე სხედან ჯოჯო-მუდოები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები