ნაწარმოებები


ვულოცავთ!!! მუხრანის პრემიის გამარჯვებულებს, საიტის წევრებს ირაკლი ასლანიკაშვილს და თეა თაბაგარს. დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში     * * *     ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ბლაგვი
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
26 ოქტომბერი, 2014


***


სხვა არაფერია აქვს ადამიანს ამ ქვეყნად...
გარდა ფიქრისა, როგორ იცხოვროს.
როგორ შექმნას ილუზიური ველი საკუთარი პიროვნების გარშემო.
ველი უკვდავი და შეუღწევადი.
არაფერი აქვს ადამიანს...
გარდა მტანჯველი ფიქრისა, როგორ მოკვდეს.
რადგან გრძნობს, მისი სიკვდილი
შესაძლოა...
მის უკვდავებას უქმნიდეს საფრთხეს.
ჩვენ ვიცით რომ არაფერი გვაქვს ფიქრების გარდა,
რომელსაც ყოველ წამს ვუცვლით ერთმანეთს.იმპულსებით.
იმის იმედით, რომ რამეს შეინახავს  სივრცე მომავლისთვის.
ჩვენ არ ვიცით რატომ ვართ აქ.
მაგრამ ზუსტად ვიცით, რომ უკვდავება გვჭირდება.
უკვდავება არსებული ფიქრისა.
სიტყვისა...
წვეთისა აღელვებულ ოკეანეში.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  გ.დ. ვულოცავთ დაბადების დღეს