,,ამელის დღიური,, ჩამოვედი თუარა,ჩანთები ოთახში დავყარე და სოფისთან გავიქეცი.ფანჯრიდან დაგინახეო და კარებზე დაკაკუნებაც ვერ მოვასწარი,წინდებით გამოირბინა და ლამის ქუჩაში შემომხვდა-როგორ მომენატრე ჩემო ბურბუშელავ!-მითხრა და მომეხვია..,,როგორ მიყვარს ეს გოგო,,-გავიფიქრე და მეც მოვეხვიე..სახლში მარტო იყო.-ზუსტად ეხლა ვახშმობას ვაპირებდი,მოდი ბლინები გავაკეთოთ,შემომცინა,ხელი მომკიდა და სამზარეულოსკენ გამაქანა..ძალიან გემრიელი გამოგვივიდა,შოკოლადი მოვასხით,ლიმნიანი ჩაი გავიზადეთ და სავარძლებში მოვკალათდით:-აბა მოყევი შენი პარიზული არდადეგები,ვინმე საინტერესო ხომ არ გაიცანი?ნუ გეშინია პიტერს არ ვეტყვი!-მეუბნება და იცინის....ვუყვები ბებოს და სერჟის ამბებს,რომ თურმე პარიზში კაფე-,,ამელი,, გაუხსნიათ,იმასაც თუ როგორ მაცეკვა სერჟმა რესტორანში ,,ტანგო,,და ორივე ვიცინით..მახსენდება რომ სოფისთვის საჩუქარი მაქვს ჩანთაში,-ეს შენ ჩამოგიტანე,ვეუბნები და ლამაზად შეფუთულ საჩუქარს ვაწვდი..ჩქარა ხსნის,ჯერ თავსაფარს იხვევს თავზე ლამაზად,მერე ყელსაბამს იკეთებს და სარკის წინ იპრანჭება:რალამაზია ამელ!თან მე რომ მიყვარს ზუსტად ისეთი ფერებია!-მეუბნება და მიცინის..-ჰო,მე ხომ ვიცი როგორიც მოგწონს,იმიტომაც შეგირჩიე ,ვეუბნები და ბლინის მოზრდილ ნაჭერს გეახლებით..მაინც რა გემრიელი გამოგვივიდა... მერე ჩემს ჩანაფიქრზე ვუყვები,ვეუბნები რომ ჟორჟის დახმარება მჭირდება დედაჩემის მისამართი რომ გავიგო. -ამელ,მამაშენი არ გაგიბრაზდება? -ჰო,ალბათ გამიბრაზდება რომ გაიგოს,მაგრამ გპირდები აუცილებლად ვეტყვი მოგვიანებით -კარგი,საღამოს ჟორჟს დაველაპარაკები-მეუბნება,ლამბაქებს ალაგებს და სამზარეულოში გადის... სოფისგან გვიან მოვედი,ხვალ დილით სკოლაში უნდა წავიდე,ამიტომაც ადრე უნდა დავიძინო,ვიცვავ პიჟამას,მაღვიძარას ვაყენებ და ვწვები..ტელეფონზე შეტყობინება მომდის:,,ხვალ იმედია გნახავ,,-პიტერია ,,აუცილებლად..გკოცნი ცხვირზე,,-ვწერ და შუქს ვაქრობ. სულ რაღაც ორი დღე გავიდა რაც სახლში დავბრუნდი,ვინც მენატრებოდა ყველა ვნახე..პიტერს მისთვის ჩამოტანილი მწვანე შარფი მივუტანე სკოლაში,ძალიან მოეწონა-ამ ზამთრის აღარ მეშინიო-სიცილით მითხრა, კისერზე მოიხვია და მაკოცა. -დღეს სახლში ერთად წავიდეთ,შენთვის სიურპრიზი მაქვს-მეუბნება და თვალს მიკრავს ,,ღმერთო ჩემო,რა საყავრელია,,-ვფიქრობ და მეღიმება -კარგი,ვპირდები და კლასისკენ მივდივართ... დაპირებული სიურპრიზი ისეთი მოულოდნელი აღმოჩნდა,რომ თავიდან შემეშინდა კიდეც-აეროპლანით გაფრენა! -გაგიჟდი?ვეკითხები პიტერს გაოცებული -ამელი,ეს ჩემი დიდი ხნის ოცნებაა და მინდა ის შენთან ერთად ავისრულო,მეუბნება და მიღიმის.. ღმერთო,ამელ,ნუთუ დათანხმდები მეუბნება ჩემი მშიშარა ,,მე,,-რათქმაუნდა დავთანხმდები,პასუხობს შედარებით თამამი ამელი.. -კარგი,რაც იქნება,იქნება,ვეუბნები ,ოღონდ მამამ რომ გაიგოს,გაგიჟდება-ვიცინი -ვერ გაიგებს,ჩვენ ხომ არ ვეტყვით?!-თვალები უციმციმებს.. შევთანხმდით რომ ხვალ წავალთ ..როგორც იქნა დათქმულ ადგილას ვართ,მოგვამზადეს,ყველაფერი დაამაგრეს,შეამოწმეს კიდევ ერთხელ...ერთი,ორი,სამი და .....-ღმერთოოო!!!!!!!რა ახლოს ვართ შენთან!!!!!! -პიტეეეეეერ!!!ვყვირი და ასე მგონია ქვემოთ,ქალაქშიც კი ისმის ჩემი ხმა..რა სილამაზეა,რა საოცრებააა!! -ამეეელ!!მესმის პიტერის ხმა _ამელ!ხომ მაგარიაააააა?!!!! -ჩვენ მივფრინავთ პიტეეეეერ!!!!! -ამეეელ!მე შენ მიყვარხააარ!!! ყვირის პიტერი....სიყვარულის ახსნაც ასეთი უნდა ,ვფიქრობ და მეც მთელ ხმაზე ვყვირი: -შენ ყველაზე სულელი ბიჭი ხარ პიტერ და მე შენ მიყვარხაააააარ!!!!!! როგორც იქნა დავეშვით,გავთავისუფლდით ყველაფრისგან და ვრჩებით მარტონი.პიტერი სულ ახლოს მოდის,სახეზე ხელებს მკიდებს,თვალებში მიყურებს და ჩუმად ამბობს:-მე შენ მიყვარხარ მონპელიელო ამელ..და ძალიან ნაზად ტუჩებში მკოცნის.. ..და მე ამ წუთას მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს;არასოდეს დამთავრდეს ეს ბედნიერება!.........
კვირა საღამოს მე და მამა კინოში წავედით,კომედია იყო,თუმცა ძალიან მოსაწყენი აღმოჩნდა და ჩვენ როგორც ასეთ შემთხვევებში გვჩვევია,შუა ფილმის ყურებისას ავდექით და გამოვედით -პარკში ხომ არ გავისეირნოთ? ვკითხე მამას -ჰო,კარგი იქნება სუფთა ჰაერზე გავლა,მითხრა და საათს დახედა -ჯერ რვაც არ არის,შეგვიძლია მერე კაფეში ვივახშმოთ ,რას იტყვი ჩემო თოჯინა?შემომხედა და გამიღიმა -სულაც არ ვარ წინააღმდეგი,ვუთხარი და ბერეტი ყურებზე ჩამოვიფხატე..გვიანი შემოდგომის გრილი ქარი ქროდა..როგორ მიყვარს ეს დრო,ჩემს ფერად ქუდებს რომ ვიხურავ,შარფს ვიკეთებ და თბილ ჯემპრში შეფუთული ვსეირნობ..პატარა რომ ვიყავი,ზაფხული მიყვარდა,არდადეგების გამო.ბებოსთან მივდიოდი, თითქმის მთელი ზაფხულით და ძალიან ბედნიერი ვიყავი რომ გაკვეთილები არ მქონდა სამეცადინო..ეხლა უკვე გავიზარდე,ცოტა რომანტიულიც გავხდი,ალბათ სიყვარულის ბრალია...უკვე შემოდგომა მიყვარს,წვიმიანი და ყვითელფოთლებიანი..ამ დროს სულ მინდა მხატვარი ვიყო და შემეძლოს ამ სილამაზის დახატვა,მაგრამ რამდენჯერაც ვცადე,იმდენჯერ დავრწმუნდი,რომ მხატვარი ჩემგან არ გამოვა..ამიტომაც მხოლოდ ამ სილამაზის ცქერით დავტკბები .. -ამელ,არ გესმის ძვირფასო?მეუბნება მამა -რაღაცეებს ვფიქრობდი,მაპატიე მა.. -მაინც რაზე ფიქრობდა ჩემი პატარა გოგო?იღიმება მამა -არაფერი ისეთი,უბრალოდ ძალიან მიყვარს შენთან ერთად სეირნობა,ვეუბნები და ლოყაზე ვკოცნი -გინდა პასუხისგან თავი დაიძვრინო არა? იცინის,-ალბათ იმ შენს სულელ პიტერზე ფიქრობდი -მააა..ვიცინი და თმას ვუჩეჩავ -ასე არა? -მოდი აქ შენ ცელქო გოგო! გავრბივარ და მომსდევს,თუ დამიჭირა ლოყებს დამიწითლებს.. ჩემს საყვარელ ადგილს ვუახლოვდები სირბილით,აქ ჩემი ჩიტები მელოდებიან,პოპკორნი უნდა ვაჭამო. ძალიან მალე მამაც სირბილით მიახლოვდება -ოჰ,ამელ მგონი ვბერდები...იცინის. -მა,შენ არასოდეს დაბერდები.ვეუბნები და ვეხუტები..ის თავზე მკოცნის -აბა დაგრჩა პოპკორნი ჩიტებისთვის? მეკითხება ჯიბიდან პარკს ვიღებ და მუჭით ვუყრი ჩიტებს.ჩემს ფეხებთან მოდიან,სულ არ ეშინიათ ამ პატარა სულელებს,,.ალბათ უკვე მცნობენ,,-ვფიქრობ გახარებული და კმაყოფილი. მერე მახსენდება,ბებოსთან წასვლამდე აქ ერთი ადამიანი გავიცანი აქვე მერხზე იჯდა და წიგნს კითხულობდა.მე ჩიტებს ვაჭმევდი,მის გვერდით ჩამოვჯექი,შემომხედა და მკითხა -რა გქვიაო?აქ ხშირად გხედავო.ეტყობა თვითონაც მოსწონს აქ მოსვლა და დასვენება...ვუთხარი მამასთან და პიტერთან ერთად აქ ხშირად დავდივარ მეთქი.-პიტერს ხომ გამაცნობო?გამიღიმა..დავპირდი -გაგაცნობთ მეთქი.უცნაურია,მგონი ფრანგი არ უნდა იყოს იმედია ერთხელაც ისევ ვნახავ აქ,პიტერსაც გავაცნობ და იმასაც გავიგებ ვინ არის ჩიტებს რაც პოპკორნი მქონდა ყველა დავუყარე,ჯიბეები კიდევ ერთხელ ამოვიბრუნე და კმაყოფილმა მამას შევხედე -წავიდეთ? -ჰო,ვივახშმოთ კაფეში და სახლში ავიდეთ.(კაფე ჩვენი სახლის ქვემოთაა) ნელა გავუყევით გზას... -მა,იცი რა გამახსენდა?პატარა რომ მოგყავდი ამ პარკში,ჩემი ლურჯი ფერის პალტოთი და წითელი ბერეტით.ერთად ვაგროვებდით ლამაზ ფოთლებს,ჯერ შენს დიდ ჯიბეებს გავავსებდით, მერე ჩემს პატარა ჯიბეებშიც ჩავილაგებდი წითელ-ყვითელ ფოთლებს,გირჩებს და სახლში მთელი შემოდგომა მიგვქონდა.ერთხელაც,ფეხმოტეხილი ჩიტი ვნახეთ,შენ უბეში ჩაისვი და ჩვენ სახლში წამოვიყვანეთ,ვუმკურნალეთ და მერე ისევ გავუშვით... ძალიან ბედნიერი ვარ რომ მყავხარ,მა...
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
7. მომეწონა +2 :) მომეწონა +2 :)
6. ჩემი ხუთივე ქულა.
ჩემი ხუთივე ქულა.
5. გმადლობ სანზონელო:) გმადლობ სანზონელო:)
4. ავტორი: ზღვისპირელი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
27 ოქტომბერი, 2014 ძალიან მომეწონა ავატარიანად, ამელიანად და მთლიან დღიურიანად :) ავტორი: ზღვისპირელი ჟანრი: პროზა ჩემი შეფასება: 5
27 ოქტომბერი, 2014 ძალიან მომეწონა ავატარიანად, ამელიანად და მთლიან დღიურიანად :)
3. :) დიდი მადლობა სითბოსთვის :) დიდი მადლობა სითბოსთვის
2. ძალია, ძალიან საყვარელი თავი ამელის დღიურებიდან :) წავიყოლე განწყოდა და წავცუბცუნლდი სიზმარეთში :) მიყვარს აქ <3 ძალია, ძალიან საყვარელი თავი ამელის დღიურებიდან :) წავიყოლე განწყოდა და წავცუბცუნლდი სიზმარეთში :) მიყვარს აქ <3
1. მომწონს ამელის დღიურები ) მომწონს ამელის დღიურები )
|
|
მონაცემები არ არის |
|
|