ნაწარმოებები


ურაკპარაკის მობილური ვერსია!!!     * * *     შეიხედეთ თემაში: ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის მობილური ვერსია - http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1509

ავტორი: ნაირიმ-ი
ჟანრი: პოეზია
27 ოქტომბერი, 2014


... ცოტა რამ ...

                        * * *
დილიდან ისევ არ ჩერდება, დაჟინებით ცრის...
თითქოს კვირტები გამოესხა  ბებერ ალუბალს -
შიშველ ტოტებზე დაეკიდა წვიმის წვეთები.

27.09.2014


                * * *
პირველად ვნახე
მოგალობე კვირიონები!
ღმერთო, რა უცხოდ ლამაზობენ,
ვყვირი გონებით...
ოქტომბრის დილა მზიანეთობს თვალმინაბული...

17.10.2014


გუშინ პირველი ცივი ქარი ამოვარდა, ჩრდილო-დასავლეთის, ბორეა ქარი, ზამთრისპირულის პირველი მაცნე ...
ხეებს დრეკდა და აქიაქებდა კუთხეებში მიგროვილ ხმელ ფოთლებს ...

                    * * *
წამოირეკა -
როგორც არვე, ბოტმა მინდორზე -
ჭრელა-ჭრულები ხეებიდან ცივმა ქართოშმა.

20.10.2014

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  თიო ვულოცავთ დაბადების დღეს