ნაწარმოებები



ავტორი: ო.გ.
ჟანრი: პოეზია
1 ნოემბერი, 2014


*****

ღ-ამეა,თუ დღეა,დილაა,თუ მწუხრი,
მ-ადლი შენეული მოდის სამყაროზე,
ე-ქვს მილიარდ მოკვდავს განუქარვებ წუხილს,
რ-ათა გაქებდეს და ამით თან ხარობდეს.
თ-რთის ყოველი გული ფერხთა შენთა წინ და
ი-ლტვის ჰპოვოს რწმენა ტოლი ცერცვის მარცვლის,
ს-ანამ შესწევს ძალა კიდევ სინდისს წმინდა,
ი-მედოვნებს დაცლის სიყვარულის სასმისს.
ყ-ანა მომწიფდა და ელოდება მომკელს,
ვ-აი მას,ვინც ფშუტე ვერ დახარა თავი,
ა-ჰა,მოვა ჟამი,რომ სხეული მოკვდეს,
რ-ათა სული გახდეს შენი თანამგზავრი.
უ-პასუხო გრძნობას დაედება მსჯავრი,
ლ-მობიერი არის სიყვარული მაგრამ...
ი-ნუგეშებს ის,ვინც ჰზიდა მისი ჯვარი,
ა-ამაღლებს კრავი პიროვნებას ამგვარს.
ამინ!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები