ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
1 ნოემბერი, 2014


თბილისი

რა არის? – სიყვარულია
თქმული ლექსად თუ არაკად,
თუ დასჭირდება, ჩემს თბილისს
შევეწირები ზვარაკად.
ალალად ვამბობ: მიხარის
როდესაც მეც მწვავს მზე იმის,
როს მის წვიმაში ვსველდები
წუთები მიდგას ზეიმის.
მწვავს სიყვარულის სახმილი
თბილისელ ლამაზმანების,
მახსოვს გულში რომ ჩამიკრეს,
მეც მათ ფერხულში ჩავები.
თბილისი სიხარულია
თქმული ლექსად თუ არაკად,
რომც არ დასჭირდეს, ისედაც
შევეწირები ზვარაკად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები