ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანანე კიკნაძე
ჟანრი: პოეზია
30 ოქტომბერი, 2014


ჩამოშლილი ნაწნავები

თევდორეს

წუხელ ჩემი ჩალისფერი ნაწნავები
მხრებზე  შემოდგომასავით გეგო;
ნისლებს გაჰყევ, დილას გძებნე, სად წახვედი?
გატყდა ფიქრი, როგორც გლახის ქილა ერბო.
მაგ დღის მერე გამოვკეტე ნაწვლის კარი,
ქალაქამდე გზები ისე გამიძნელდა...
მივატოვე ჭიმღა - ბოლო ნასახლარი,
არ ვიცოდი გული როგორ გაუძლებდა -
მარტოობას. წლებმა ასეც გაიარეს,
თვალებს მხოლოდ მოლოდინი ამჩნევია.
ჩემს ნასახლარს ვუბრუნდები, ისევ აქ ვარ,
მე თუ მიყვარს მიტოვება არ მჩვევია...
ვერ წვდებიამ მზის სხივები სარკმლის კიდეს
ზამთარია. მას მერე თოვს რაც წახვედი.
არ იციან, ვერ ხვდებიან, რომ არ მოხვალ
ჩამოშლილი, დათოვლილი ნაწნავები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები