ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ანთა ნათელიძე
ჟანრი: პოეზია
31 ოქტომბერი, 2014


ღმერთის ნათლული სიმაღლეები



ღმერთის ნათლული სიმაღლეები
----------------------------

ჩრდილში ნათება მარგალიტების
და კელაპტრობა მწვანე ზროების
ერთად შეკრული კალამ_თითები
სტროფები როგორც სამრეკლოები.

აქ_აღმაფრენა წვა და ბრიალი
სამოთხის თაფლი და წყაროები
იქ_მდინარება არაფრიანი
სიცარიელე სალაროების.

უდაბნოები გადაბუგული
სევდიანობა ზანზალაკების
აღარც ბაღი და აღარც ბულბული
მიწად ქცეული სკამარანგები.

გზა_შეფიცული მარადისობას
ოქრო სამყაროს გამოცანების
სიკვდილ_სიცოცხლის ძმადნაფიცობა
და მომლოდინე სალოცავები.

ნათესაობა მზის და დღეების
სიტყვის თვალებში მადლი ამურის
ღმერთის ნათლული სიმაღლეები
ხმა ალგეთური და მზისყანური.

ყვავილოვანი მოლი კორდების
დაწაფებული დარს და გალობას
მანათობელი ჰორიზონტები
და მწვერვალების მხარდამხარობა.

ფიქრი იმგვარი ცას რომ შეჰფერის
რა აღმართები და რა პიკები
და სიყვარული_მაცოცხლებელი
გულებისა და გალაქტიკების.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები