ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნექტარი
ჟანრი: პოეზია
4 ნოემბერი, 2014


გ ა ნ შ ო რ ე ბ ა შ ე ნ თ ა ნ დ ა მ ე ნ ა ნ ა

        განშორება  შენთან  დამენანა

ამ  ბილიკზე  ჩვენ    შემთხვევით  შევხვდით,
მზემ  როდესაც  პირი  დაიბანა
მაგ    თვალების  საოცარმა  ფერმა
მტკივნეული  ფიქრი  მომიტანა.

ეს  შეხვედრა  მშვენიერი  იყო,
როგორც დედის  ტკბილი  იავნანა,
მოხვიდოდი  კიდევ,    რომ  იცოდე
განშორება  როგორ  დამენანა.

მოდი,  მითხარ,  მომიყევი  ყველა
ბედმა  სხვა  მხრივ რატომ  წაგიყვანა
ეგ  თვალები  შავ  ზღვასავით  ლურჯი
მახსოვს,  როგორ  გიხდებოდა  ანნა.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები