ნაწარმოებები



ავტორი: ნინო დარბაისელი
ჟანრი: პოეზია
2 ნოემბერი, 2014


ნიას გლიცინიები

ნიას გლიცინიები
- - - - - - - -

ცის ვარდებო მხვიარა, ჩემო გლიცინიებო,
თქვენქეშ ვდგავარ, ვცახცახებ, მომრევია ციება.
-,,ვერ მოგიყვან ცოლადო, ხალხს ვერ გავაცინებო.
მერე რა, რომ ჩვენ ერთად გვიტირ-გვიცინიაო,
მე - ჯაგლაგი ცხენი ვარ, შენ კი კვიცი, ნიაო!"
ცალად ყოფნა ირჩია, განშორებაც ინება.
რა გულცივად დამტოვა!
აღმა-დაღმა იარა.
მარტოობის სიმძიმეს გულში უფეთქია, რა,
გადაეხსნა იარა,
,,მიყვარხარ!"- აღიარა.
როცა გამომედევნა. მე პირცივად ვთქვი:
- არა!

ჩემო გლიცინიებო, ცის ვარდებო მხვიარა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები