ნაწარმოებები


    * * *    

ავტორი: ალექსანდრე მიშელაშვილი
ჟანრი: პოეზია
5 ნოემბერი, 2014


მეგობარს

***********************
დადგება ზამთარი და ჩააცმევენ, მიწას ჩააცმევენ თეთრ ქალამანს,
ჩამოიმუხლება მწვერვალი და თასმას თეთრ ხეებზე გაიბანტავს.
ყველა რომ მოგიყვე მარიამო, თვალმა თუ რამდენი რამ დალანდა,
მთვარე იხრჩობოდა ღრუბლებში და ქარი მის საშველას ცას ფატრავდა.
არა ვერ გამიგებთ მარიამო, ისე ჩამთავრდება ეს კალანდაც.
აბა ნორმალური ვინ აღითქვამს, ზამთარს თეთრი კაბით ჩემს პატარძლად?!
სულზე მეწამული ლაქები მაქვს, სული დაემგვანა მთის კალმახთა.
ერთხელ შევდგები და დავიყვირებ, ერთხელ დავიყვირებ რომ არა მწამს,
ცხრაჯერ გამოცვლილი სიყვარული, მარადიულობა ვინც დამარხა.
ერთხელ ამოვიღებ გულს მივუშვერ , მას ვინც ცალ ლოყაში დღეს გამაწნა.
გარეთ ანგელოზის ბუმბულებმა, თოვა დაიწყეს და ჰკრეს კამარა.
ჰოო -ფიფქებია ბუმბულები, გარეთ თეთრ თოვლად რომ თმას დაადნა.
იქნებ ეს ლექსია დღეს ბოდიში, ან და აღსარების ცდის ქარაგმა,
ვისაც დავაბიჯე ვერ ვიგრძენი, მას კი ნაფეხური გულს დააჩნდა.
რაც კი ქვეყანაზე პეპლებია , რაც კი ყვავილია დღეს არაგვთან,
ერთხელ ავიღებ და თავხედურად, ეე მაგ ლამაზ სულში ჩაგიქარგავ.
რა ვქნა ასეთი ვარ უცნაური, ერთი თხოვნა მაქვს რომ შენ არა თქვა,
ღმერთთან არა თქვა, რომ მე გატკინე, ფიფქებს დააბრალე თმის ჭაღარა.
ალეკო მიშელაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები