ტყავს, გველი იცვლის მხოლოდ, რადგანაც, სულით დაბერდეს და ზრდა გგანაგრძოს. ეჰ, სამწუხაროდ გველებს არ ვგავართ, ჩვენ - სულებს ვიცვლით, სხეულს - არასდროს.
მეხსიერებავ, ხელით გიგანტის, ყოფას წინ უძღვი: მხედარი - ვით ცხენს. შენ მომიყვები და მათ მიმათვლი, ვინც ეს სხეული ჩემამდე იცნნეს.
უპირველესზე: ტყის უკუნეთი რომ შეიყვარა; ფოთოლი მწყდარი, - ჯადოსნურ ბავშვზე, რომელსაც ერთი სიტყვით მოჰყავდა ავდარში, დარი.
წითური ძაღლი; ხე შეეყვარა... მეხსიერებავ, ვერ ნახავ ნიშანს, ვერ დააჯერებ ვერც ამ ქვეყანას, რომ ჩემი სული, იმ ბავშვი იშვა.
მეორეს... უფრო სამხრეთის ქარი... ყოველ ხმაურში სცნნობდა ხმას ლირის, ამბობდა: ყოფა - არის დაქალი; რომ სამყაროზე, ვით ნოხზე ივლის.
ის, სულ არ მომწონს ასეთი, რადგან, თავს ღმერთ-მეფობის ნდომით მაბეზრებს... მან ჩამოკიდა პოეტის აბრა, ჩემი მდუმარე სახლის კარებზე.
რჩეული მიყვარს - თავისუფლების, მშვილდოსანი და ნორჩი იუნგგა, - შურით უმზერდნენ როცა ღრუბლები, წყლების სიმღერა რომ გგაციურდა.
მისი კარავი მაღალი იყო, ცხენები მძლავრნი, მკვირცხლნი და სწრაფნი. ვით ღვინოს - სვამდა ჰაერის სიტკბოს, ჯერ არსად ხილულს ქვეშ ზეცის მნათის.
მეხსიერებავ, სუსტდები ჟამ-ჟამ, ვის ეყავ სხვა გგზის თანამოაზრედ? თავისუფლება, ნეტავ რა გარჯამ შეაცვლევინა წმინდა ბრძოლაზე.
შიმშილს, ტანჯვას, ის ცნობდა წყურვილს, უსასრულო გზას, ძილს - შფოთის მპყრობელ და მკერდს, რომელსაც ტყვიაც გვერდს უვლის, წმინნდა გიორგი შეეხო ორჯერ.
მე - რომლის წინაც უკუნეთიდან აღსდგა ტაძარი, - ჯიუტ სიბრაზედ, მამის დიდება ცეცხლად მეკიდა, როგგორც ზეცაში, ისე მიწაზე.
და ეკიდება ასე გგულს ალი, დღემდე - როცა ზე აღემართება კედლები, ახალ იერუსალიმს, ჩემს ქვეყანში - როგორც ნნათება.
ქარი დაბერავს სულ უცხო მაშინ და განნათდება ზეცა - საშინელ ფერებს გგადაშლის უეცრად წამში, პლანეტთა წარმტაც ციურ ბაღშივე.
ჩემს წინ წარსდგგება... არა, არ ვიცი... სახემალული; მივხვდები მაინც, ლომს რომ წინ უძღვის - კვალდაკვალ, მხეცი და მისკენ, მფრინავს რომ ვნახავ არწივს.
ვიყვირებ, თუმცა ვინ არს მშველელი, რომ ჩემმა სულმა ყოფა განნაგრძოს? ტყავს კი, იცვლიან მხოლოდ გველები, ჩვენ - სულებს ვიცვლით, სხეულს - არასდროს.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
მონაცემები არ არის |
|
მონაცემები არ არის |
|
|