ნაწარმოებები



ავტორი: ო.გ.
ჟანრი: პოეზია
7 ნოემბერი, 2014


ეჰე-ჰეე...

(ბატონ თემურ ჩალაბაშვილის რჩევით,ლექსი ეძღვნება გურამ რჩეულიშვილის ხსოვნას.)
გაიხურე მედოლევ
ცოტა ხელის გულები,
დააკვნესე კლარნეტი
შენც ულვაშა ბიძია,
უნდა გამოვიძიო მეგობრების გულები,
ვინც დღეს ჩემსკენ ჯიგრულად,
ჯიქურ გამოიწია.

უნდა გამოვიკვლიო
მათი ძარღვი და ჯიში,
მათი სისხლი და გენი
ქართულია,თუ არა,
მეც მსურს ერთი ეჰე-ჰეე...
იმგვარივე ყიჟინით,
ალავერდის გუმბათზე
რომ აღმოთქვა გურამმა.

მერე მინდა დავიღრჩო
ზღვაში,ანდა ღვინოში,
სიამაყენარევი
სიყვარულის არჩივი,
ნინო ვჰპოვო ნუნუში,
ნუნუ ვძებნო ნინოში,
გადვიჩეხო უფსკრულში
ტყვია-ნაკრავ არჩვივით.

მაინც კაცის სიცოცხლე,
რადგან ერთი წამია,
რაღა ყინვამ დამაზროს,
ბარემ მზეში დავიწვა,
მე მომბაძავს ის სული,
ვინც სიგიჟე დალია
და სხეულის სილაჩრე
სულაც გადაავიწყდა.


ოთო გელაშვილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები