ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ბუდულა
ჟანრი: პოეზია
18 ნოემბერი, 2014


შენ არ გელოდნენ დედამიწაზე

---ბონჟუღ მუსიე---იწყება დილა
---ბონჟუღ მაღი!--გპასუხობს დრო
---რა ღირს ყვავილები თქვენს ქუჩაზე?
---აქ ყვავილები ძლიერ ძვირია, აქ მხოლოდ "შატო მარგო" იყიდება, ისიც მგოსნებზე....
ყვავილებს  ნახავთ მეორე ქუჩის  გაგრძელებაზე.....
                                                                                                (თ.ე)

შენ დაიბადე უფრო ადრე, ვიდრე გელოდნენ დედამიწაზე
ბედი , რომელიც გადაწყდა მზესთან, ვერ უძლებს დროს,
ვერგახარჯული ენერგიით სავსე გაქვს გული და სულის თახჩა,
მაგრამ    ვერ ხედავ ამოსავალს, სხვა გზები არ ჩანს.

როგორც ჩვევიათ აქ პოეტებს, ცარიელი გაქვს  ოთხივე ჯიბე
ხშირად გსტუმრობენ  ჯეკ დანიელსი და ფილიპ მორეს,
გეხმარებიან, გადადიხარ პარალელურ სამყაროში,
                                                                          გზა-ზიგზაგებით
განიჭებს შვებას, ამაყი სახით შემოდის მზე...

  ფილტვები, ნაცვლად ჟანგბადისა, ნიკოტინს სუნთქავს,
  თითები, რომლით უნდა წერდე, სიგარას სრესს,
  მერქანი  ამ ხის    არ მოიდებს  არასდროს  ხავსს  და
  ძალუმი გენი  ღრმად იდგამს ფესვებს.

    ამ ფესვებით  და ნაყოფით ვამაყობ მე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები