ჰაერი, ცეცხლი, მიწა და წყალი, სამყარო, სასწორს პინებზე უდევს. ჰაერის, ცეცხლის, მიწის და წყალის, რომ აბალანსოს ცვლილება - მრუდე.
ცივი თვალები იკრავს პლატონის ყველა პირმშოს, ძვლებში სიმართლე ჩარჩათ, ვით პატიმარი ქვეყნის. არლეკინების თამაშს, გზა წვიმასავით იშრობს, თუმც თუთიყუშის სამოსს ყველა ირგებს და ერწყმის.
უცაბედარი წვიმის დაბლა ეშვება ფარდა და მტირალ ქალებს ახვევს იასამნისფერ ძაძებს... იცის სიბნელემ ღამის - ცად რომ გადედოფალდა, ენით აუღწერ სევდას, რომ ყოველ კაცში ჰბადებს .
და მახვილს ლესავს როცა ეპისკოპოსთა კასტა და უსახელო გვამებს, რწმენით ნათლავენ - კუთვნილ... როცა ზვარაკად - "ქაჯებს," ინკვიზიცია კვლავ კლავს და სასაფლაოს, ცხედრებს, ოცდაათ ვერცხლად უთვლის, -
ვისაც კერის კოცონი - უთქმელ სიტყვებში ენთო, - ისინი, ამის შიშით, ავი ძაღლივით ყეფენ; შეშლილ ღიმილით პირზე - ყველას დაადეს ვეტო, - ფეხზე ეკიდა ვისაც, ჩინიც და მათი მეტრფეც...
წვეთებს წურავენ სისხლის - ქვისგან, ხელები გმირთა; გილიოტინა გაყოფს ყველა მართალს და მტყუანს. ბრძენის თვალი კი ხედავს ხილვებში, რაც ვერ ითქვა: არ ყოფნის შიშს რომ ყოფის უნაყოფობა უყარს.
მათ სწამთ ღმერთი, იესო, - ნორჩებს, ლოცვის კითხვისას... რომ ჩამოვლენ ლურსმნის ფსონს, რწმენა მერე ერყევათ... მთელი ქვეყნიერების ვარღვევთ ასე უნისონს, პირწონად კი, სხვა პინი ყავს წინასწარმეტყველად.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
5. გმადლობთ, ლევან! :) გმადლობთ, ლევან! :)
1. საინტერესოა. უმბერტო ეკოს "ვარდის სახელი" გამახსენდა რატომღაც. თუმცა რატომ რატომღაც. :) საინტერესოა. უმბერტო ეკოს "ვარდის სახელი" გამახსენდა რატომღაც. თუმცა რატომ რატომღაც. :)
|
|
მონაცემები არ არის |
|
|