ნაწარმოებები



ავტორი: ო.გ.
ჟანრი: პოეზია
10 ნოემბერი, 2014


სულ შენთვის

დაბინდულ დილის პირულზე
ცისკარი ათინათობდა,
როცა გამართა გართობა-
-ცეკვა ვარდებთან ნიავმა,
ცა ციმციმ ცურ დაწურული
ცივი ცვარ-ნამით მათრობდა
და კენტ კაცს მწვავდა სურვილი
შერწყმის ქალ-ადამიანთან.

ასე დავანდა სუფევად
ჩემში უებრო გრძნობა და
იმ დღიდან ვულოლიავებ
სიყვარულს,როგორც მსახური,
გაჩუქე რაც კი ამ ღატაკ
სულის წიაღში მებადა,
თურმე აქამდეც სულ შენთვის
მქონია შემონახული.


ოთო გელაშვილი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები