ნაწარმოებები



ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
10 ნოემბერი, 2014


  ჩამოტვირთვა

გოგოვ, ალვისტანიანო...

გოგოვ ალვისტანიანო -
ქართულების მოცეკვავევ,
მიჩქარდება გულისცემა,
როცა ვხედავ გაშლილ მკლავებს.
დაგილოცავ დედის ძუძუს,
თუმც გადიან სწრაფად წლები,
სიზმრად ვკოცნი მაგ თბილ ხელებს,
ბაგეს ვახებ მოწიწებით.
როცა გხედავ გაღიმებულს,
მიამდება ტკივილები,
ვიდრე გვყავხარ, კეთილ ბიჭებს
არ მოგვაკლო ღიმილები.
ჩვენს საკუთარ სამშობლოში
მსურს იხარო, როგორც ვაზმა,
ირმებივით მოწყურებულთ
გვასვი შენი აიაზმა.
გოგოვ ალვისტანიანო -
ქართულების მოცეკვავევ,
ვერაფერი შეედრება
საცეკვაოდ გაშლილ მკლავებს.
ვიდრე მკერდში გული გიცემს
მსურს გწყალობდეს დედა ღვთისა,
რომ ვხედავდეთ ვარსკვლავივით
ციმციმს ემაგ თვალებისა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები