ნაწარმოებები


პოეზიის საქველმოქმედო საღამო     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში და ფორუმზე http://urakparaki.com/?m=13&Theme=1528     * * *    

ავტორი: ალექსანდრე მიშელაშვილი
ჟანრი: პოეზია
13 ნოემბერი, 2014


რა დაგიშავე, განა ყაყაჩოვ?!

რა დაგიშავე განა ყაყაჩოვ,
რომ დღესაც შენი მოსისხლე მქვია,
ხვალე მიწაში დამღრღნა, დამახრჩო,
ეგ რა ვაჟკაცის აბა საქმეა ?!
ამოუტანო სისხლი სამყაროს,
საფლავი ჰგავდეს, მიწას ნატყვიარს,
ფოთლებზე სისხლად უნდა ავყვირდე,
რომ თუ მოგჭრიან, ჩემს სისხლს დაღვრიან.

ალეკო მიშელაშვილი
*************************
დღეს უკვე შეშლილი მიწოდეს ლექსებმა,
ხვალიდან შენს აჩრდილს დამარქმევს სამყარო,
მთებს როგორც ჩვილები გასტაცონ ლეკებმა,
ქარებმა ნისლები მკერდიდან აჰყარონ.
ჭლექიან მწვერვალმა ხველებით შეღება,
ცისკარი და ღრუბლის ხელები აღაპყრო,
ხელები აღაპყრო რომ ღმერთსაც ენება,
მარტოსულს სხეული სიკვდილმა გაღადროს.
სიკვდილი ჩემთვისაც შვებაა ეგება,
რა მნიშვნელობა აქვს, რამდენი გავა დრო,
როცა პაემანი მიწაზე არ დგება,
სჯობია ღრუბლებში ლოდინმა დამადნოს.

ალეკო მიშელაშვილი

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები