ნაწარმოებები


ურაკპარაკის დასახმარებლად!!!     * * *     გთხოვთ შეიხედოთ ფორუმზე: #ურაკპარაკის ფორუმი >> ლიტერატურული საიტის შესახებ >> ურაკპარაკის დასახმარებლად -> http://urakparaki.com/?m=13&Forum=1&Theme=1502#Last

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: პოეზია
13 ნოემბერი, 2014


ჯამბულატის მონოლოგი

ალბათ ყველას ნანახი აქვს ქართული მხატვრული ფილმი ’’ფატიმა“ – კოსტა ხეთაგუროვის ამავე სახელწოდების პოემის მიხედვით, რომელშიც მთავარ როლებს ასრულებენ: თამარ კოკოვა–ფატიმა, ოთარ მეღვინეთუხუცესი–ჯამბულატი და გიული ჭოხონელიძე–იბრაჰიმი.
ეს სამსტროფიანი ლექსი ძირითადად ამ თემაზე ავაგე:

ჯამბულატის მონოლოგი

ომში ვიყავი... გადავრჩი,
შენთვის დავბრუნდი ფატიმა,
შენზე ვფიქრობდი ზამთარშიც,
ვერ მიცან? - ჯამბულატი ვარ.
დღეს იბრაჰიმის ცოლი ხარ,
თუმც მის აღმოჩნდი მკლავებში,
მე დღემდე ჩემი მგონიხარ,
მწვავს მაგ თვალების კვლავ ეშხი.
მიყვარხარ... ვერ დაგივიწყე,
ვარ - ქალის იცის ვინც ფასი,
გული არასდროს ივიწყებს
ვინც მისთვის არის ძვირფასი.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები