ნაწარმოებები



ავტორი: თათია...
ჟანრი: პოეზია
1 ივლისი, 2015


დარწევა

მე "მენიერის სინდრომი" მჭირს,
რაც იმას ნიშნავს,
რომ უზღვაოდაც, ძალზე ხშირად,
ზღვებით ვავადობ.
და  შენი ტანი - სარწეველა,
ხდება გემბანი,
ფეხები მხრების სიგანეზე უნდა დააწყო...
და მერე როგორც,
მეთევზეებს ამოჰყავთ ბადით,
ჩვენ  მზე  ამოგვყავს  სხეულიდან -
ოქროს ნატურა!
სამი რა არის?!
ათას ნატვრას გვიხდენს და
ცაზე -
ჩვენი საწოლის გასწვრივ დაცურავს...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები